Tesla-მ ყველაზე იაფი Cybertruck-ი გამოუშვა | მიზეზი
Tesla-მ ახალი Cybertruck-ის საბაზისო მოდელი წარადგინა, ერთი დამუხტვით უფრო დიდი დაფარვის დიაპაზონით, ამასთან ერთად კი, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასით, რომელიც ამ დრომდე ელექტროპიკაპების ხაზში გვინახავს. ამერიკული კომპანიის უახლესი მოდელის ფასი $70 000-მდეა ($10 000-ით ნაკლები სრულად ამძრავ ვერსიასთან შედარებით) და დამატებით, აშშ-ის მოქალაქეებისთვის მასზე $7 500-ის შეღავათი მოქმედებს. Tesla-ს მიერ ყველაზე იაფი Cybertruck-ის ბაზრისთვის შეთავაზებას მიზეზები აქვს, ფასის შესამცირებლად კი, კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიდგომაც შეცვალა.
ახალ „შორი დიაპაზონის“ Cybertruck-ს მხოლოდ ერთი, უკანა ამძრავია და ერთი ძრავა აქვს, შედარებით სრულად ამძრავი ორძრავიანი ვერსიებისა. The Cybertruck Long Range-ს ერთი დამუხტვით 570 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, 40 კილომეტრით მეტის, ვიდრე სრულად ამძრავ მოდელს.
Cybertruck Long Range now available
— Tesla (@Tesla) April 11, 2025
– $62,490 (incl. Federal Tax Credit)
– 362 mi of range (est.) w/ Soft Tonneau
– 6' x 4' bed
– 7,500 lbs towing capacity pic.twitter.com/ZP5S5uxHiY
თუმცა, სრულად ამძრავ ვერსიასთან შედარებით, უკანა ამძრავი Cybertruck-ი შედარებით ნელა ჩქარდება და 0-დან 100-მდე მიღწევას 6.2 წამს ანდომებს. ცნობისთვის, AWD-ს 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 4.1 წამი სჭირდება. RWD Cybertruck-დან კომპანიამ რეგულირებადი პნევმატიკური საკიდარი და ელექტროენერგიის მიწოდების დამაკავშირებელი განყოფილებაც ამოიღო, რის გამოც, ელექტრომობილის სახლის გარეთ დამუხტვა შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, ახალ მოდელში არც ბატარეის დამატების საშუალებაა, რასაც ავტომობილის დაფარვის დიაპაზონის ზრდა შეეძლო.
Cybertruck RWD-ის ინტერიერში, ტყავისგან დამზადებული სალონის ნაცვლად, ახლა ტექსტილის სავარძლებია წარმოდგენილი. მოდელი არც უკანა სავარძლების საინფორმაციო გასართობ სისტემას გვთავაზობს. ცვლილებებია აუდიოსისტემაშიც, რომელსაც ახლა 15-ის ნაცვლად უკვე შვიდი დინამიკი აქვს. ცნობისთვის, საბაზისო ვერსიას 18-ინჩიანი საბურავები უყენია, სურვილისამებრ კი, 20-იჩნიანი საბურავების დაყენება $3 500 დაჯდება. ვერსიის შეძენა ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და საუდის არაბეთის ბაზრებზე უკვე შესაძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს ელექტროპიკაპის გაყიდვები ეცემა. მხოლოდ 2024 წელს, კომპანიამ 50 000-მდე ერთეული Cybertruck-ი გაყიდა. წლიურ ჭრილში, 13 პროცენტით დავარდა კომპანიის მთლიანი გაყიდვებით. ამ შედეგებს, უმეტესად Tesla-ს დირექტორის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.