რეიტინგი, ტესლა მოდელ უაი, შევროლეტ სილვერადო, ტოიოტა რავ4, რამი, ტოიოტა ქემრი, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები, ყველაზე გაყიდვადი, ნისან როგი, შევროლეტ ექვინოქსი, ჯიემსი სიერა, ჰონდა სიარ-ვი, ფორდი ეფ-სერია
Aa
Aa

2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები | უახლესი მონაცემები

2025 წელს ავტოინდუსტრიაში შესაძლოა მკვეთრი ცვლილებების მომსწრენი გავხდეთ. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ახალი გადასახადების შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა მანქანების ნაწილზე ფასები გაიზარდოს, ნაწილზე კი, მიწოდების ჯაჭვებში პრობლემები შეიქმნას. თუმცა სანამ არსებული რეალობა შეიცვლებოდეს, ამ დროსთვის არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ.

2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წელს ავტომობილების გაყიდვები 4%-ითაა გაზრდილი. ამ დროისთვის, გაყიდული ერთეულების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია. ზრდა უმეტესად პიკაპებსა და ჰიბრიდებზე მოდიოდა, მაგრამ მომხმარებელთა მოთხოვნა მაღალი იყო ხელმისაწვდომი სედანების განმავლობაში. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 10 ავტომობილს, რომლებიც 2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა:

  • Nissan Rogue: 62 102 გაყიდული ერთეული

Rogue კვლავ Nissan-ის ყველაზე გაყიდვად მოდელად რჩება. თუმცა ამის მიუხედავადაც, ავტომობილის გაყიდვები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32%-ითაა დავარდნილი. საინტერესოა, რომ კომპანია წელს მძღოლებს ახალ ოფროუდ პაკეტს, Rock Creek-ის შესთავაზებს.

  • Toyota Camry: 70 308 გაყიდული ერთეული

წელს ბაზარზე 2025 (მოდელის) წლის Camry გამოჩნდა, რომელმაც მძღოლებს ჰიბრიდული ტრანსმისიაც შესთავაზა. წლის დასაწყისში გაყიდვები 10%-ით დაეცა, თუმცა Camry ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ ყველაზე გაყიდვად სედანად რჩება. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ Honda Accord-ის ფასები ამ პერიოდში 27%-ითაა დავარდნილი.

  • Tesla Model Y: 71 000 გაყიდული ერთეული (დაუზუსტებელი)

მიუხედავად, გასული წლის პირველი კვარტლის 95 000 გაყიდული ერთეულიდან მნიშვნელოვანი კლების, Tesla Model Y აშშ-ში ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილად რჩება. ვარდნა, სავარაუდოდ, განახლებულ მოდელზე გადასვლამ განაპირობა, რომლის მაშუქების დამაკავშირებელი ზოლი მომხმარებელთა ნაწილს Cybertruck-ს აგონებს. ცნობისთვის, გაყიდვებზე Tesla-ს ოფიციალური მონაცემები საჯარო არაა და ინფორმაცია Automotive News-ის წყაროებიდანაა მიღებული.

  • Chevrolet Equinox: 71 002 გაყიდული ერთეული

2025 წელს ბაზარზე ახალი Equinox-ი გამოჩნდა, რომელმაც ამ მოდელის გაყიდვები პირველ კვარტალში 31%-ით გაზარდა. კომპაქტური SUV-ის შედეგებში მისი ელექტროვერსია შეყვანილი არაა. თუმცა, წლის დასაწყისში კომპანიამ EV-ის 10 000-ზე მეტი ერთეულის გაყიდვა მოახერხა.

  • GMC Sierra: 77 292 გაყიდული ერთეული

GMC-მა 2025 წლის პირველ სამ თვეში დაახლოებით 10 000-ით მეტი ერთეული Sierra გაყიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ზრდა შეეხება, როგორც შედარებით მსუბუქ Sierra 1500-ს, ასევე მძიმე 2500 და 3500 ვერსიებს. თუმცა არ მოიცავს ელექტროვერსიას, რომლის მხოლოდ 1 249 ერთეული გაიყიდა.

  • Ram Pickup: 78 848 გაყიდული ერთეული

Ram პიკაპი, როგორც მსუბუქი Ram 1500-ის, ასევე Ram HD მოდელების ჩათვლით, წლის პირველ ნახევარში ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხუთეულში გვხვდება, თუმცა შემცირებული რაოდენობით. გასულ წელთან შედარებით, მისი გაყიდვები 11%-ითაა დავარდნილი.

  • Honda CR-V: 103 325 გაყიდული ერთეული

CR-V-ი, ამ წლის მონაცემებით, Honda-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელია. კომპაქტური SUV-ის გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, 9%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გაყიდული 100 000-ზე მეტი მოდელიდან ნახევარზე მეტი CR-V-ის ჰიბრიდულ ვერსიაზე მოდის.

  • Toyota RAV4: 115 402 გაყიდული ერთეული

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რვა პროცენტული პუნქტით ვარდნის მიუხედავად, RAV4 ზემოთ ხსენებულ მოდელს მაინც უსწრებს. მეხუთე თაობის RAV4 გაყიდვაში 2019 წლის შემდეგაა ჩაშვებული, მის განახლებულ ვერსიას კი, 2026 (მოდელის) წლისთვის ვიხილავთ.

  • Chevrolet Silverado: 125 298 გაყიდული ერთეული

აშშ-ის საერთო ჩამონათვალში, ტრადიციულად, Silverado წამყვან პოზიციაზე გვხვდება. 125 000 ერთეულზე მეტ გაყიდულ ავტომობილში შედის როგორც შედარებით მსუბუქი პიკაპები, ასევე მისი მძიმე ვერსიები. მათგან ამ უკანასკნელმა წელს 12%-იანი ზრდაც დააფიქსირა. ცნობისთვის, წარმოდგენილი გაყიდვების მოცულობა არ ითვალისწინებს ელექტრო Silverado-ს, რომლის მხოლოდ 2 400-მდე ერთეული გაიყიდა.

  • Ford F-series: 183 202 გაყიდული ერთეული

ჩვეულებისამებრ, Ford-ის F-სერიის მსუბუქი და მძიმე პიკაპების ხაზი ამერიკელთა რჩეულია. პირველ კვარტალში, ამ მოდელის გაყიდვები 26%-ითაა გაზრდილი და 183 000 ერთეულს აღემატება. რაც შეეხება მის ელეტროვერსიას (რომელიც აღნიშნულ მონაცემში არ შედის), ავტომწარმოებელმა 2025 წლის საწყის სამ თვეში F-სერიის 7 200-მდე ერთეული ელექტრომობილი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები