კვლევა, გამძლე ავტომობილები, ელექტრომობილები, შიგა წვის ძრავა
Aa
Aa

ელექტრომობილები უფრო საიმედოა, ვიდრე შიგა წვის მანქანები | უახლესი კვლევა

ელექტრომობილებისა და შიგა წვის ძრავებზე მომუშავე მოდელებს შორის დებატები იშვიათად ეხება მათ საწვავის ეფექტიანობას, ან გამონაბოლქვის მოცულობას. თუმცა, ყველაზე ხშირად ავტოინდუსტრიაში ერთმანეთს EV-ებისა და ICE-ს სანდოობას ადარებენ. ამ კითხვას კი პასუხს უახლესი და აქამდე ჩატარებული ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევა სცემს.

ევროპის უმსხვილესი საგზაო დახმარების ორგანიზაციის, გერმანული საავტომობილო კლუბის (ADAC) თანახმად, ამ ბრძოლის უპირობო გამარჯვებულად შეგვიძლია ელექტრომობილები გამოვაცხადოთ. კვლევაში ავტომობილების დაზიანების 3.6 მილიონამდე შემთხვევა ირიცხება, რომლის თითოეული დეტალიც მოცემულია და ცხადყოფს, რომ რეალურად EV-ები იმაზე უფრო იშვიათად ფუჭდება, ვიდრე შიგა წვის მოდელები.



ADAC-მა პირველად, ჯერ კიდევ 2024 წელს განაცხადა, რომ მას ელექტრომობილების სანდოობის დასამტკიცებლად, საჭირო მონაცემები ჰქონდა. ამის შემდგომი მონაცემები კი, ADAC-ის შარშანდელ დასკვნას უფრო მეტად აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში EV-ების სერვისზე მიყვანის რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა - 43 678 შემთხვევა - ეს ძალიან მცირე წილია 3.6 მილიონიდან და მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს.

კვლევის აღნიშნით, ზრდა სავარაუდოდ ელექტრომობილების გაზრდილი პოპულარობითაა გამოწვეული. მთავარი ისაა, რომ 2024 წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ორგანიზაციამ ელექტრომობილების უფრო საიმედოობა დაადასტურა.

„2020-დან 2022 წლამდე პერიოდში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის, 1 000 ელექტრომობილებზე მანქანის გაფუჭების 4.2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შიგა წვის ძრავაზე მომუშავე მოდელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10.4 იყო. რაც მთავარია, ორივე ვერსიის ავტომობილებში ერთი და იმავე ასაკობრივი დიაპაზონი გამოიყენეს“ - წერს გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი.

საინტერესოა, რომ ორივე ტიპის ძრავაში, ყველაზე გავრცელებული პრობლემა 12-ვოლტიანი ბატარეები იყო. ელექტრომობილების გაფუჭებიდან 50% ამ პრობლემაზე მოდიოდა, შიგა წვის ავტომობილებში კი, 45%. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყველა ცალკეულ კატეგორიაში, წვის მანქანებს უფრო მეტი და არათანაბარი პრობლემები აქვთ, ვიდრე ელექტრომობილებს. თუმცა საბურავების შემთხვევაში, ელექტრომობილებს უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ, თუ არ ჩავთვლით შედარებით ახალი გამოშვების EV-ებს.

ამის მიუხედავადაც, ADAC-ი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ელექტრომობილები ბაზრისთვის შედარებით სიახლეა, შესაბამისად მრავალწლიან გამოყენებაში მათზე მონაცემებიც შეზღუდულია. რასაც ვერ ვიტყვით, შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებზე.

 

მსგავსი სიახლეები