ევროპას ავტომობილებში კარბონის აკრძალვა სურს | ავტომწარმოებლებს ახალი სანერვიულო აქვთ
მასალები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი და 6-ვალენტური ქრომი, წლებია ევროპის კავშირის მიერ საშიშ ნივთიერებადაა კლასიფიცირებულია. ამის მიუხედავად, ისინი - იმ გამონაკლისებით, რომელიც არ ვრცელდება სამომხმარებლო საქონელზე - საავტომობილო სექტორში კვლავ დაშვებულია. თუმცა, ახლა ევროპაში ავტომწარმოებლები შესაძლოა ახალი აკრძალვის წინაშე დადგნენ, რომელიც კარბონის გამოყენებას ეხება.
ახალი ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის საკანონმდებლო ორგანომ End of Life Vehicles (ELV) Directive-ის პროექტზე მუშაობა დაასრულა. ახალი წესდება წევრ ქვეყნებში მანქანების დემონტაჟსა და გადამუშავებას არეგულირებს, რათა პროცესი უფრო ეკოლოგიური გახადოს. ისტორიაში პირველად, მასში კარბონი (ნახშირბადის ბოჭკო) მავნე მასალებშია კლასიფიცირებული. კარბონი ფართოდ გამოიყენება თვითმფრინავების წარმოებაში, ასევე ქარის ტურბინებში, მანქანებში, მცირედით კი, მოტოციკლეტებშიც.
კარბონის გლობალური ბაზარი, რომელიც 2024 წელს $5.48 მილიარდს შეადგენდა, მოსალოდნელია, რომ 2035 წლისთვის, წლიურ ჭრილში, საშუალოდ, 11%-ით, 17 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. აშშ-ის კვლევითი ფირმა Roots Analysis-ის შეფასებით, ავტომობილები ამ ინდუსტრიის 10-20%-ს შეადგენენ. ეს რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგან ავტომწარმოებლები ელექტრომობილების წონის შემცირებას ცდილობენ.
შიგა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანებისგან განსხვავებით, ელექტრომობილების შედარებით მძიმე წონა უმეტესად ბატარეის პაკეტითაა განპირობებული. კარბონის გამოყენება იდეალური გადაწყვეტილებაა ავტომწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით კი პრემიუმ ბრენდებისთვის, რომლებისთვისაც მანქანის ღირებულება პრიორიტეტი არაა.
რატომ თვლის ევროპა კარბონს საშიშ მასალად? - მიზეზი ისაა, რომ კარბონი, რომელიც ფისითაა შეკრული. მისი მოშლის შემდეგ, კარბონის მცირე ბოჭკოები შესაძლოა ჰაერში აღმოჩნდეს. ამან ავტომობილებში შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, კანთან ან სენსიტიურ ადგილებთან (თვალები, პირი) კონტაქტის შემთხვევაში კი, მძღოლის დაზიანება გამოიწვიოს.
ჯერ უცნობია მიიღებს თუ არა ევროპის კავშირი ახალ რეგულაციას. კანონის დამტკიცების შემთხვევაშიც, ის ძალაში 2029 წლამდე არ შევა.