მძარცველები, ქურდობა, თაღლითობა, კია
Aa
Aa

ბოლო წლებში Kia-ს 500 ძრავა მოიპარეს | ისე, რომ არავის შეუმჩნევია

სადილეროებიდან ავტომობილების მოპარვის ფაქტები არც თუ ისე იშვიათია, თუმცა დიდი რაოდენობით მოდელების დაკარგვა ყურადღებას ყოველთვის იქცევს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით გასაკვირია ის ფაქტი, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, Kia-ს ინდურ ქარხანაში სულ 900 ძრავა გაქრა, თან ისე, რომ ეს არავის შეუმჩნევია.

გამომძიებელთა ვარაუდით, ქურდობის უკან შესაძლოა მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები იდგნენ. როგორც ირკვევა, Kia-მ ძრავების დაკარგვის ფაქტი მხოლოდ მარტში, ფისკალური წლის ბოლოს ჩატარებული აუდიტის შედეგად აღმოაჩინა. ეს საკითხი მალევე ადგილობრივ ხელისუფლებას ეცნობა, რომელმაც დანაშაულზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების საწყის ეტაპზე, სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ ძრავები შესაძლოა მოპარული ყოფილიყო. თუმცა არსებული პროგნოზებით, ძრავები ქარხნის ტერიტორიიდან ისე გაიტანეს, რომ თან ჩანაწერებიც გააყალბეს, რათა დანაშაული უფრო მარტივად დაეფარათ.

მიუხედავად ვარაუდებისა, სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვთ. ასევე გაურკვეველია, რატომ გახდა კონკრეტულად ძრავები ქურდების სამიზნე. ფაქტია, დამნაშავეებმა საკმაოდ დიდი ხნით დანაშაულის დაფარვა მოახერხეს, თუმცა არა სამუდამოდ.

Economic Times-ის თანახმად, გამომძიებლებმა სამი სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომლებიც საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობენ.

 

მსგავსი სიახლეები