შიგაწვის ძრავა, ტოიოტა, სუბარუ, მაზდა, ეკოსაწვავი, დაიჰაცუ, სუზუკი, სინთეზური საწვავი
Aa
Aa

როგორ აპირებენ იაპონური ავტომწარმოებლები ბენზინის ძრავების შენარჩუნებას?

შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ახალი ავტომობილების საბოლოო აკრძალვამდე რამდენიმე წელი რჩება. 2035 წლის შემდეგ, ევროპის კავშირის კანონმდებლობით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლებიც ICE ავტომობილების წარმოებას შეზღუდავს. თუმცა, მომხმარებელთა ნაწილი კვლავ ტრადიციული ვერსიების ერთგული რჩება, რისთვისაც ავტომწარმოებლებს ახალი გამოსავლის პოვნა უწევთ.

ჯერ კიდევ გასულ წელს, იაპონური ავტომწარმოებლები - Toyota, Mazda და Subaru - შიგა წვის ძრავის განვითარების დაჩქარების მიზნით გაერთიანდნენ. პარტნიორობის დაანონსებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე კი, კომპანიები ოსაკაში, იაპონიაში, 2025 წლის Expo 2025-ზე სტუმრების ტრანსპორტირებას ახალი კონცეფციის ავტომობილებით უზრუნველყოფენ. ეს ავტომობილები სინთეზურ საწვავზე მუშაობენ.

იაპონური ავტომწარმოებლის ახალ მოდელებს საწვავით ENEOS Corporation-ი მოამარაგებს. კომპანიამ თავის პირველ ქარხანაზე მუშაობა უკვე დაასრულა და 2024 წლის სექტემბრიდან სინთეზური ბენზინის წარმოება დაიწყო. ქარხანა ყოველდღიურად 160 ლიტრამდე საწვავს გამოიმუშავებს - სუფთა ენერგიის წყაროდ კი, წყალბადსა და ნახშირორჟანგს იყენებს.

ცნობისთვის, იმავე ღონისძიებაზე სტუმრების გადასაყვანად მანქანებს Suzuki და Daihatsu-ც უზრუნველყოფენ.

Toyota-ს, Mazda-ს და Subaru-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბრენდის სპეციფიკური ძრავების განვითარება იგეგმება, რომლებიც ნახშირბადნეიტრალურ საწვავზე, მათ შორის თხევად წყალბადზე, ბიოსაწვავზე და სინთეზურ საწვავზე იმუშავებენ. Toyota სამ 4-ცილინდრიან ერთრიგა ძრავაზე მუშაობს, Mazda-ს გეგმაში როტორული და ახალი Skyactiv-Z ოთხცილინდრიანი ძრავები შედის, ხოლო Subaru-ს ე.წ. „ბოქსერის“ შექმნა სურს.

მსგავსი სიახლეები