ჩინეთი, ავტოიმპორტი, ტარიფი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავტოწარმოება
Aa
Aa

ამერიკა ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების მოხსნას განიხილავს

შეერთებული შტატები ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების დროებით შეჩერებას განიხილავს. შეღავათები ავტომწარმოებლებს ახალი გეგმების შემუშავებისა და მიწოდების ჯაჭვებში წარმოქმნილი შეფერხებების აღმოსაფხვრელად დროს მისცემს.

ოვალურ კაბინეტში გაკეთებული განცხადებით, ავტომწარმოებლებს „მცირე დრო სჭირდებათ“, რათა კანადიდან, მექსიკიდან და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილიდან წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიტანონ. ავტომწარმოებლები მიწოდების ჯაჭვები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სხვა ქვეყნებთან, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მანქანების სრულად, ამერიკის ტერიტორიაზე წარმოებას.

ამერიკული ავტომწარმოებლები, ავტომობილების დასამზადებლად საჭირო ნაწილების უმრავლესობას ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიდან იღებენ. მათ შორისაა კანადა, მექსიკა და ჩინეთი. ამის გამო, ექსპერტების შეფასებით, სრულად ამერიკული ავტომობილი ამ ეტაპზე არ არსებობს.



გადასახადების დაწესების მთავარი მიზანი, ამერიკის შიდა წარმოების ზრდაა. ეს შეეხება, როგორც ტრადიციულ ავტომობილებსა და ელექტრომობილებს, ასევე მათ დასამზადებლად საჭირო ნებისმიერი მასალის წარმოებას.

ამის გამო, შტატებმა ქვეყანაში მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, რაც დარგის ექსპერტების აზრით, ავტოინდუსტრიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. მაგალითად, ავტომწარმოებელთა ნაწილმა მანქანებზე ფასების ზრდა დააანონსა, ნაწილმაც კი, აშშ-ის ბაზრისთვის მანქანების მიწოდება გაურკვეველი დროით შეაჩერა.

 

მსგავსი სიახლეები