რეიტინგი, ბიემვი, ტესლა, ფორდი, ტოიოტა, პორშე, რივიანი, აუდი, ლექსუსი, მერსედეს-ბენცი, ლენდ როვერი
Aa
Aa

რომელი ბრენდის ავტომობილები უყვართ ყველაზე მეტად მდიდრებს?

მდიდარ მფლობელებსა და მათ ავტომობილებზე ფიქრისას, პირველი ყველას გონებაში ალბათ ფუფუნებისთვის გათვლილი ავტომობილები მოდის. თუმცა, S&P Global Mobility-ის კვლევა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლიან ოჯახებზე დაყრდნობით ჩატარდა, რამდენიმე საინტერესო გარემოებას გამოკვეთს.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, მდიდარი ოჯახების ფავორიტი საავტომობილო ბრენდების რეიტინგია წარმოდგენილი - აშშ-ში რეგისტრირებულ ახალ ავტომობილებს შორის მათი პროცენტული წილის გათვალისწინებით. რეიტინგის შესადგენად, S&P Global Mobility-მა აშშ-ის მოსახლეობის შემოსავლების მონაცემები, ასევე ავტომობილების რეგისტრაციისა და ლოიალობის მაჩვენებლები გამოიყენა. კვლევა $500 000-ის წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს აერთიანებს.

ბრენდი

ულტრამდიდრები ბაზრის წილი
(%
ახალ რეგისტრაციებში)

ქვეყნის მასშტაბით ბაზრის წილი
(%
ახალ რეგისტრაციებში)

1

 Tesla

19.3

4.7

2

 BMW

9.9

2.4

3

 Mercedes-Benz

8.7

1.9

4

 Land Rover

5.8

0.6

5

 Toyota

4.6

14.0

6

 Audi

4.6

1.2

7

 Ford

4.1

9.3

8

 Lexus

3.9

2.6

9

 Porsche

3.9

0.4

10

 Rivian

3.4

0.3

როგორც S&P Global Mobility-ის უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, ამერიკის მდიდარ ოჯახებს შორის ერთპიროვნული ფავორიტი ასევე ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელია. ახალი ავტომობილების რეგისტრაციებში Tesla-ს პროცენტული წილი 19%-ს აღემატება. Tesla-ს პირველობას, დიდი ალბათობით, კომპანიის ტექნოლოგიებისა და განვითარებისკენ მიდრეკილება განაპირობებს, რაც ინოვაციებისა და მდგრადობის მოყვარულ მძღოლებსაც იზიდავს.

ახალი ანგარიშით ისიც ირკვევა, რომ ამერიკის ულტრამდიდარი ოჯახები ელექტრომობილების შეძენისკენ უფრო იხრებიან, ვიდრე ტრადიციული, შიგაწვის ავტომობილების. ეს ალბათობა საშუალო ამერიკელისთვის 85.1%-ია, 67.7%-ის წინააღმდეგ. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ Rivian-ი, რომელიც შედარებით ახალი ბრენდია, მდიდარ ოჯახებს შორის 3.4%-იანი წილით მეათე ადგილს იკავებს.

ახალი ბრენდებისადმი მიდრეკილების მიუხედავად, მდიდარი ამერიკელების რჩეულ ავტომობილებს შორის პოზიციებს ინარჩუნებენ Toyota და Ford-იც. ეს ბრენდები ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრაქტიკულ ავტომობილებად ითვლება და მისი მოვლა და შენახვაც, შედარებით იაფი ჯდება. გასაკვირი არაა, რომ წლებია, ამერიკელ მომხმარებელს შორის ყველაზე გაყიდვად მოდელად Ford F-სერია რჩება.

 

მსგავსი სიახლეები