BMW-ის ერთმა მძღოლმა პოლიციის ხუთი მანქანა „შეიწირა“
BMW-ის მძღოლებს, რომ მაღალსიჩქარიანი „გმირობები“ სჩვევიათ ეს სიახლე არავისთვის არაა. თუმცა ხშირად, ტრასებზე თავის წარმოჩენა, წარმოუდგენელ ქაოსში იზრდება. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე გასულ კვირას, გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც დევნა, რომელშიც BMW და რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მონაწილეობდა უცნაური შედეგით დასრულდა.
რთულია დაზუსტებით იმის თქმა თუ რა მოხდა, მაგრამ შედეგი სახეზეა: პოლიციის ხუთი დაზიანებული მანქანა და შვიდი დაშავებული ოფიცერი. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ის მძღოლის დევნას საპატრულო ეკიპაჟმა დილის 2 საათზე დაიწყო - მას შემდეგ, რაც მუქი ნაცრისფერი BMW-ის შესახებ ინფორმაცია შევიდა. სულ რაღაც ნახევარ საათში, 2:27 საათზე, A1 მაგისტრალი BMW-ისა და ხუთი საპოლიციო მანქანის ნაწილებით იყო „დაფარული“.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილობრივი დეპარტამენტი იკვლევს, თუ რატომ წარიმართა BMW-ისა და პოლიციის მანქანებს შორის დევნა მსგავსი სცენარით. ავარიის შედეგად, სულ მცირე ორი Volvo V60 დაზიანდა, რომელიც ხელისუფლების საკუთრებაშია. ინციდენტის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებს შორისაა ნაცრისფერი F10-იც, BMW მეხუთე სერია, დანარჩენი მოდელების იდენტიფიცირება კი რთულია.
მეხუთე სერიის 20 წლის მძღოლი და მისი თანმხლები პირი უკვე დაკავებულია. პოლიცია BMW-ის მძღოლს ავტომობილის სახიფათო მართვასა და სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავება. მასთან ერთად მყოფ პირს კი, დანაშაულში ხელშეწყობას. საავადმყოფოში გადაყვანილი შვიდი ოფიცრიდან ოთხი, მოგვიანებით გაწერეს, ორი კი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.