ილონ მასკი, ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ტესლა, ტესლა მოდელ ესი
Aa
Aa

„ყველას სძულს ილონი“ | მომიტინგეებმა ღონისძიებაზე Tesla გაანადგურეს

ამერიკული ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებელზე ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმები უკვე აღარავის უკვირს. ეს მოიცავს, როგორც სადილეროებზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, ასევე Tesla-ს ელექტრომობილების განადგურების მცდელობებს.

განსაკუთრებით დიდი აგრესია კი, Tesla-ს მილიარდერი დირექტორის წინააღმდეგაა მიმართული. რამდენიმე დღის წინ, მომიტინგეებმა საპროტესტო ღონისძიებაც გამართეს სახელწოდებით - „ყველას სძულს ილონი“ და სადემონსტრაციოდ, Tesla-ს ერთ-ერთი მოდელიც ადგილზევე გაანადგურეს.



განრისხებული მომხმარებლის შემდეგი მსხვერპლი 2014 წლის Tesla Model S გახდა. მომიტინგეებმა ელექტრომობილი ბიტების გამოყენებით დაამსხვრიეს, „წარმოდგენას“ კი „პროტესტის გამოხატვა“ და „ცოცხალი არტ-ინსტალაცია“ უწოდეს.

მომიტინგეებს იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Tesla ანონიმურმა პირმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ჯგუფს კი, რომელიც ამ საპროტესტო აქციის უკან დგას „ყველას სძულს ილონი“ ჰქვია და თავისი მესიჯებითა და განცხადებებით, სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

მონაწილეთა შორის იყოო ელის როჯერი, მკვლევარი ილინოისიდან, რომელიც ამჟამად „კემბრიჯის უნივერსიტეტში“ მუშაობს. მისი განცხადებით, პროტესტი ერთგვარი იმედგაცრუება იყო, რომელსაც ხალხი Tesla-სა და მისი მფლობელის მიმართ გამოხატავს. როჯერმა Tesla-ს ხელმძღვანელის ქმედებებზეც ისაუბრა და მას, კანონდარღვევა უწოდა.

Tesla-ს წინააღმდეგ პროტესტი იმატებს ევროპაშიც. მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საჯარო სივრცეებში უკვე გამოჩნდა პარტიზანული სტილის მოწოდებები: „ავტოპილოტი შენი მანქანისთვის. ავტოკრატია შენი ქვეყნისთვის“.

The New York Times-ის შეფასებით, Tesla-ს საწინააღმდეგო გამოსვლები, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ტერიტორიაზე, რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურება: დააზიანოს Tesla-ს ბრენდი და მისი იმიჯი, შეამციროს აქციების ღირებულება და შეაფერხოს გაყიდვების ზრდა.

 

მსგავსი სიახლეები