მეორადი ავტომობილები, ავტოიმპორტი, გაყიდვები, ტარიფი, ამერიკის შეერთებული შტატები, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

მეორადი ავტომობილების ფასები მკვეთრად გაიზარდა | იმატებს გაყიდვებიც

ამერიკის მიერ ავტომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებას ბაზარზე შეშფოთებები, ავტომწარმოებლების მხრიდან კი, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები მოჰყვა. გამძაფრდა ეკონომისტთა გაფრთხილებებიც, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ჩიპების კრიზისით გამოწვეულ კრიზისსა და პანდემიამდელ პერიოდსაც კი ადარებენ.

საფრთხე რეალურია და ამას CarFax-ის ახალი კვლევაც ცხადყოფს. CarFax-ის შეფასებით: „მეორადი ავტომობილების ფასების ზრდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. მსგავსად, გაყიდვების ზრდა, გასული წლის გაზაფხულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია“.

ფაქტობრივად, მეორადი მანქანები ახლა შარშანდელთან შედარებით ბევრად ძვირია, თუმცა ამას მათზე მოთხოვნა არ შეუმცირებია. ეს შესაძლოა ტარიფების შემდგომი გავლენით აიხსნას, რადგან მომხმარებელი ფასების უფრო მატების მოლოდინშია და სანამ ეს მოხდება, ავტომობილების შეძენასაც ჩქარობს.

თუმცა, CarFax-ის მეორადი ავტომობილების გაყიდვების მატების მიზეზებს შორის არა ტარიფებს, არამედ სრულად სხვა ფაქტორს ასახელებს. ეს პრობლემა მეორადი მანქანების დეფიციტია, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება. შედეგად, ფასებიც იწევს. მაგალითად, შედარებით ხელმისაწვდომი SUV-ების ღირებულება გასულ თვეში $400 გაიზარდა. სატვირთო მანქანების ფასი დაახლოებით $250-ით, ხოლო ფურგონების $800-ით მეტია.

რაც შეეხება ტარიფებს, CarFax-ის ანგარიში მას „მზარდ ეკონომიკურ გაურკვევლობას“ უწოდებს, რომელიც მძღოლებს ავტომობილების ყიდვისკენ უბიძგებს. CarFax-ი აღნიშნავს, რომ „სიტუაცია გამოსწორებამდე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება“.

„მოველით, რომ ავტომობილების ფასებისა და გაყიდვების ზრდა გაგრძელდება. ახალ ავტომობილებზე ძლიერმა მოთხოვნამ ახალი მანქანების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც ზოგიერთ მძღოლს შედარებით ხელმისაწვდომი ვერსიებისკენ უბიძგებს. თუმცა, მომხმარებელთა მსგავსი ქცევა მეორადი ავტომობილების ფასის ზრდასაც გამოიწვევს“, - ნათქვამია CarFax-ის შეფასებაში.

 

მსგავსი სიახლეები