გარბენი, მაღალი გარბენი, ტოიოტა, ტოიოტა ტუნდრა
Aa
Aa

Toyota Tundra-ს მფლობელმა მილიონზე მეტი კილომეტრი ახალი მანქანითაც დაფარა

ვიქტორ შეფარდი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც მან თავისი 2007 წლის Toyota Tundra-თი 1.5 მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, Toyota-მ მას იმავე მოდელის უახლესი ვერსია გადასცა. ახლა კი, შეფარდმა იგივე მიღწევა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ერთგულმა მძღოლმა, ოდომეტრზე 1 მილიონი მილი (1.5 კილომეტრი) ამჯერად თავისი 2014 წლის Tundra-ს საჭესთან დააფიქსირა. გამოდის, რომ ორი ათწლეულის პერიოდში შეფარდი ამ ავტომობილებს იმაზე მეტხანს მართავდა, ვიდრე ადამიანების უმეტესობა თავიანთი მთელი ცხოვრების განმავლობაში.



2014 წლის მოდელს შეფარდი იმ დრომდეც ფლობდა, სანამ მას Toyota 2007 წლის Tundra-ს სანაცვლოდ ახალ ავტომობილს გადასცემდა. 2007 წლის ისტორიული მოდელის გაცემის შემდეგ, შეფარდი ყოველდღიურად სამსახურში გადაადგილებისთვის 2014 წლის მოდელს, ხოლო უახლეს 2016 წლის Tundra-ს პირადი სარგებლობისთვის იყენებდა.

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი, შეფარდის პირველ რეკორდსმენ Tundra-ზე ისაა, რომ 1.5-მილიონიანი ნიშნულის მიღწევისას, ის ჯერ კიდევ თავის ქარხნულ ძრავასა და ტრანსმისიას იყენებდა. დიდ ხნის განმავლობაში პრობლემები არც 2014 წლის მოდელს შეჰქმნია, თუმცა დაახლოებით 1.4 მილიონი კილომეტრზე შეფარდს მისთვის ახალი ტრანსმისიის დამონტაჟება მოუხდა.

ისტორიულ ამბავთან ერთად, სოციალურ ქსელში შეფარდის 2014 წლის Tundra-ს ფოტოებიც გავრცელდა. ავტომობილი, მიუხედავად მისი გარბენისა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. უცნობია თუ რამდენი კილომეტრი აქვს ამ დროისთვის გავლილი შეფარდის 2016 წლის Tundra-ს, თუმცა მომავალში, შესაძლოა ისიც რეკორდსმენთა სიაში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები