სუპერქარი, შიგაწვის ძრავა, ტურბო, ყველაზე სწრაფი მანქანები, ჰენესი, ჰენესი ვენომ ეფ5, ჰენესი ვენომ ეფ5 ევოლუშენი
Aa
Aa

Venom F5 | მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბენზინზე მომუშავე მანქანა?

უფრო ძლევამოსილი ვიდრე Bugatti Tourbillon-ი.

Hennessey ამტკიცებს, რომ მან მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი, სრულად შიგაწვის სუპერქარი შექმნა. ეს მოდელი Venom F5-ია, გაზრდილი ტურბოებითა და აეროდინამიკური განახლებებით. შედეგი 2 031 ცხენის ძალიანი სუპერქარია, რომელიც 0-დან 321 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 10.3 წამში ჩქარდება.

Hennessey-მ ავტომობილში 6.6-ლიტრიანი ტვინტურბო V8-ის განახლებული ვერსიის დაყენება გადაწყვიტა. ახალ ძრავას კი, მეტსახელიც მოუფიქრა და „მრისხანება“ უწოდა. Ilmor Engineering-თან თანამშრომლობით ავტომწარმოებელმა ძრავის სიმძლავრე და გამძლეობა გააუმჯობესა. განახლებებს შორისაა Precision 7680-ის ახალი ტურბოჩარჯერები, Ilmor-ის ოვალური ფორმის ალუმინის დგუშები, ტიტანის გამშვები სარქველები და ა.შ. რა თქმა უნდა, Hennessey მხოლოდ ამ ავტომობილის სიჩქარისა და სიმძლავრის გაუმჯობესებაზე არ გაჩერებულა.

გარეგნულად, Venom F5 Evolution-ი მისი წინამორბედებისგან მარტივად გამოსარჩევია. ავტომწარმოებლის ინჟინრების გუნდმა მანქანის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად რიგ სამუშაოებს მიმართა, მათ შორის სრულად განაახლა ავტომობილის წინა სპლიტერი.

ინჟინრებმა ჰაერის ნაკადის გასაუმჯობესებლად წინა ბორბლებს პატარა ფრთებიც დაუმატეს, ხოლო უკანა ნაწილში, მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, პატარა ზომის ფრთაც დაამაგრეს. Hennessey-მ მანქანას რეგულირებადი საკიდიც დაუყენა, რომელიც რეჟიმების მიხედვით იცვლება.

საერთო ჯამში, Venom F5 Evolution-ზე ინჟინრებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს, ეს კი F5-ის მფლობელებისთვისაც კი, კარგი ამბავია. მათ Evolution-ის ყველა განახლება თავიანთ არსებულ მანქანებზე შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა სრული პაკეტის ღირებულება $285 000-ს აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები