Tesla-ს რომელ მოდელებს იწვევენ უკან ყველაზე ხშირად?
გასულ წელს, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ მხოლოდ Cybertruck-ის უკან გაწვევა ექვსჯერ დააანონსა. საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) საბოლოო მონაცემებით, უკან გაწვეული 5.13 მილიონზე მეტი ავტომობილით, Tesla გასულ წელს ამ „რბოლის ჩემპიონი“ იყო.
მიუხედავად გასულ წელს Cybertruck-ის უკან გაწვევების რაოდენობისა, ერთპიროვნული ლიდერი ამ მხრივ კომპანიის Model S-ის სედანი იყო. ამ ავტომობილის გაწვევების რაოდენობას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ Model S, Tesla-ს ყველაზე დიდხნიანი წარმოების მოდელია. Model S-ის დებიუტი 2012 წელს შედგა, Model 3-მდე ხუთი წლით ადრე და Model Y-ზე შვიდი წლით ადრე.
თუმცა გასაკვირი ამ მხრივ ის ფაქტია, რომ მიუხედავად წლების დაშორებებისა, სხვა მოდელების უკან გაწვევების მაჩვენებლებიც Model S-ის შედეგებს მცირედით ჩამოუვარდება. შედარებისთვის, Model S-ის გაწვევების რაოდენობამ 39 რაუნდს მიაღწია, ხოლო 2015 წელს გამოშვებული Model X-ის 38 რაუნდს. Model 3-ის სედანზე, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, 30 სხვადასხვა სახის გაწვევა ფიქსირდება, ხოლო Model Y-ის კროსოვერი, რომელიც 2020 წელს გამოჩნდა, 33-ჯერ გაიწვიეს უკან.
ამ ციფრების შემდეგ, Cybertruck-ის ჯამში რვა გაწვევა (საიდანაც მხოლოდ გასულ წელზე ექვსი გაწვევის რაუნდი მოდის) თითქოს დაბალი მაჩვენებელია. თუმცა ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Tesla-ს ელექტროპიკაპი წარმოებაში სულ რაღაც 18 თვის წინ ჩაეშვა. ამის შემდგომ, Cybertruck-ის გაწვევის ფარგლებში ავტომობილს პრობლემები ჰქონდა, როგორც გამაფრთხილებელი განათების ზომებთან დაკავშირებით, ასევე უკანა ხედვის კამერებზეც.
ამ მხრივ, Tesla-ს ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მიუხედავად გაწვევების რაოდენობისა, რეალურად, სადილეროში გაგზავნილი ავტომობილების რაოდენობა ბევრად დაბალია. Brady, Reilly & Cardoso LLC-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, გაწვევების საერთო რაოდენობის 62% საჭიროებდა დილერთან ვიზიტის აუცილებლობას.