დაივიწყეთ Mustang-ი: იაპონიაში იღბლიან პოლიციელებს Acura NSX-ი ჰყავთ
ახალი თაობის Acura NSX-ის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა იაპონიის პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტს უკვე აქვს საშუალება ამ მოდელის შესაძლებლობები გამოცადოს. Mie Prefectural Police-ს ცოტა ხნის წინ მეორადი NSX გადაეცა, რომელიც გარეგნულად, საპატრულო მოვალეობების შესასრულებლადაც მზადაა.
იაპონიის ადგილობრივი მედიის ცნობით, საპატრულო დეპარტამენტს ავტომობილი 43 წლის ტოშია კობაიაშიმ გადასცა. ტოშია, რომელიც თავის მხრივ რბოლების დიდი მოყვარულია, როგორც ჩანს იმედოვნებს, რომ მისი NSX 2025 წლის 23 აგვისტოს Suzuka-ს ტრასაზე გასამართ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
ホンダ「NSX」パトカーが三重の安全守る 爆音とどろかせ「聖地」鈴鹿サーキットで寄贈式
— 中日新聞・三重 (@chunichi_mie) April 21, 2025
NSXのパトカーが寄贈され三重県警に登場しました!
▼くわしくはこちらhttps://t.co/rxTV6NcGpR pic.twitter.com/DHjSVD3Zkg
მედიაში გავრცელებულ ფოტოებში NSX-ი უკვე ჩანს, თანაც საპატრულო ავტომობილის იერსახით, შავ-თეთრ საღებავში, პოლიციისთვის სპეციფიკური წარწერებით, ეროვნული პოლიციის სააგენტოს ემბლემითა და სახურავზე დამონტაჟებული განათებით. ინტერიერის ფოტოები ხელმისაწვდომი ამ დროისთვის არაა, თუმცა სავარაუდოდ ავტომობილს საკომუნიკაციო აღჭურვილობაც უყენია.
არსებული ინფორმაციით, Acura NSX-ის მოდიფიკაციების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 18 000 აშშ დოლარს უტოლდება. სუპერმანქანა მის ახალ მფლობელებს Suzuka-ს ტრასაზე, გახსნის ცერემონიაზე გადაეცათ.
მაღალი კლასის საპატრულო მანქანები, როგორიცაა Porsche 918 Spyder-ი, Mercedes-Benz SLS AMG, Bugatti Veyron-ი დუბაიში არავის უკვირს. თუმცა იაპონიაში, პოლიცია როგორც წესი სედანებითა და ფურგონებით გადაადგილდება. ამის მიუხედავად, იაპონიის საპატრულო ფლოტშიც გვინახავს რამდენიმე სპორტული მანქანა, თუმცა ძირითადად საზეიმო დანიშნულებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, იაპონიის საპატრულო მანქანები ისე გამოიყურება, როგორც ზედა ფოტოზე ხედავთ.