მძღოლმა Miata-ს დევნისას მამამისის Ford GT დაამტვრია
ვისკონსინის მთიანი ნაწილი ავტომოყვარულთა ჯგუფებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად, ხალხმრავალი შეკრებების ადგილადაც იქცევა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი სარბოლო გასართობი, რამდენიმე დღის წინ, Ford GT-ის საჭესთან მყოფი მძღოლისთვის უსიამოვნო თავგადასავლად იქცა, რომლის მანქანაც გზიდან პირდაპირ ტყეში აღმოჩნდა.
მიზეზი? - სავარაუდოდ, Ford GT-ის მძღოლი ინციდენტამდე Mazda MX-5-ს მისდევდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დამტვრეული Ford GT მას არც კი ეკუთვნოდა და მამამისის იყო.
ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა, იუმორისტული წარწერებით, Reddit-ზე მალევე გავრცელდა. ზოგი წერდა, რომ Ford-ი „ველურ ბუნებაში იპოვა“, ზოგიც ამბობდა, რომ „წარსულში, ამ მოდელს უკეთესი დღეებიც ჰქონდა გამოვლილი“. ავტომობილის წინა ბორბლებზე ფოთლები არ ჩანს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მანქანა ტყეში უკანა სვლით აღმოჩნდა.
ადგილზე მყოფთა თქმით, GT-ის მძღოლი Mazda MX-5-ს დაედევნა, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. Mazda-ს მძღოლი დევნას გადაურჩა, რასაც Ford-ზე ვერ ვიტყვით. მაგრამ ამ ამბავში არანაკლებ საინტერესო ის ფაქტია, რომ დევნისას GT-ის მძღოლს მამამისი უკან მიჰყვებოდა, Corvette ZR-1-ით და ყველაფერი თავისი თვალით ნახა.
წარუმატებლობის მიუხედავადაც, Ford-ის მძღოლსა და მის მფლობელს ძალიან გაუმართლათ, რადგან მანქანა მხოლოდ მცირედით დაზიანდა. თვითმხილველთა განცხადებით, მანქანა კვლავ კარგ მდგომარეობაში იყო და სახლამდე მისაყვანად არც ბუსქირება დასჭირვებია.
Ford GT-ის ეს თაობა სუპერმანქანების სამყაროში კვლავ პოპულარულია. ახლაც კი, ავტომობილების მეორად ბაზარზე Ford-ის ეს მოდელები $350 000-ზე ძვირადაც იყიდება. ეს ფასი იმაზე ორჯერ მეტია, რაც GT გამოსვლის პერიოდისთვის ღირდა.