აუქციონი, ტოიოტა 4-რანერი, დოჯი ჩარჯერი, შევროლეტ კამარო, ფოლცვაგენ პასატი, ტოიოტა ქემრი
Aa
Aa

West Coast Customs-ის მფლობელი მანქანების უჩვეულო კოლექციას ჰყიდის

West Coast Customs-ის მიერ შექმნილი რამდენიმე უჩვეულო დიზაინის ავტომობილი, რამდენიმე კვირაში, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თუ ოდესმე, თუნდაც ბავშვობაში, მათ შეძენაზე გიოცნებიათ, ახლა შეგიძლიათ ეს ოცნება Mecum Auctions-ის მეშვეობით აიხდინოთ. ხუთი უნიკალური დიზაინის მოდელი, რომელი WCC-ის დამფუძნებლის რაიან ფრიდლინგჰაუსის პირადი კოლექციიდანაა აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი, ქველმოქმედებას მოხმარდება.

WCC და Mecum-ი საქველმოქმედო საქმიანობისთვის წარსულშიც არაერთხელ გაერთიანებულან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, 2011 წელს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმავე წლის Chevrolet Camaro-ს ფასმა $333 000-ს მიაღწია. შემოსული თანხა Operation Mend-ის ფონდს გადაეცა, რომელიც ავღანეთსა და ერაყში დაშავებული ვეტერანებს ეხმარება.

ამჟამად ბენეფიციარი ორგანიზაცია West Coast Customs Academy იქნება - არაკომერციული აკადემია, რომელიც უფასო საავტომობილო ტრენინგებსა და სწავლებას აფინანსებს. WCCA მსურველებს ორ 12-კვირიან კურსს სთავაზობს და 18-დან 23 წლის ასაკამდე პირებისთვისაა განკუთვნილი.

მომავალ აუქციონზე წარმოდგენილ ლოტებს შორის იქნება 1997 წლის Toyota 4Runner-ი, რომელზეც WCCA-ის გუნდმა სულ რაღაც ერთი წლის წინ იმუშავა. მოდელი სრულად ცისფერი საღებავითაა დაფარული, წინა ნაწილზე კი, შავ ფერში ალის ფორმის დიზაინითაა. რთულია იმის მიხვედრაც, რომ ეს მოდელი 2024 წელს განახლდა, რადგან სტილი ოლდ-სქულის მოდელებს წააგავს.

გასაყიდ მოდელებს შორისაა 2022 წლის, ქუჩებისთვის ლეგალური Toyota Camry-ის სარბოლო მანქანა, შექმნილი პროფესიონალი მძღოლის ტაილერ რედიკის და 23XI Racing-ის მიერ. ასევე 2-კარიან ვერსიად გადაკეთებული 2006 წლის Dodge Charger-ი, Darth Vader-ის თემატიკით შექმნილი 2012 წლის Volkswagen Passat-ი და 2018 წლის Polaris Slingshot-ი.

მოდელების, მათ შორის მათი შესაძლო ღირებულების შესახებ, ამ ეტაპზე დეტალები არ გაჟღერებულა. თუმცა ავტომობილები აუქციონზე უახლოეს თვეებში გამოჩნდება და დამატებითი ინფორმაციაც ცნობილი გახდება.

 

მსგავსი სიახლეები