რუსული ავტომობილების გაყიდვები განახევრდა
რუსეთის საავტომობილო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვები იკლებს, არანაკლებ ცუდ სიტუაციაში კი ადგილობრივი წარმოებაა. AvtoVaz-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაქსიმ სოკოლოვის განცხადებით, შიდა, რუსული წარმოების ავტომობილებზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა.
აპრილის თვეში, მხოლოდ Lada-ს შემთხვევაში, ავტომობილების გაყიდვების 33%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი: „შარშან აპრილში, დაახლოებით 45 000 ერთეული ავტომობილი გაიყიდა, ხოლო მარტის თვეში გაყიდვებმა 42 000-ს მიაღწია. წელს... აპრილში, 30 000 მანქანას მივაღწევთ“. Lada-ს ავტომობილების გაყიდვები ასევე დავარდა მარტის თვისთვის, ერთი წლის ჭრილში.
სოკოლოვის გაფრთხილებები კიდევ უფრო პესიმისტურია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც მან გაყიდვების 21-30%-იანი ვარდნა იწინასწარმეტყველა. მისი ვარაუდები, 2025 წლისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნებას უკავშირდებოდა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 21%-მდე 2024 წლის ოქტომბერში გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდა იყო 2003 წლის შემდეგ და მიზნად ინფლაციის შეჩერებას ისახავდა.
ანალიტიკოსთა ნაწილი, მოთხოვნის ვარდნას ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც უკავშირებს. ფენომენი, რომელიც გასული ათწლეულების განმავლობაში, ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში, რამდენჯერმე გამოვლინდა. „ჩვენ ვხედავთ, როგორ დინამიკურად ეცემა მოთხოვნა: ჩვენს მანქანებზე, დაახლოებით მესამედით, მთლიან ბაზარზე, თითქმის 50%-ით, მათ შორის AvtoVaz-ის ჩათვლით“, - აღნიშნა სოკოლოვმა.
აღმასრულებელმა დირექტორმა სახელმწიფოს საავტომობილო ინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამები გაფართოებისკენ მოუწოდა, კერძოდ, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მანქანებს სესხის საშუალებით ყიდულობენ, სუბსიდიების აღდგენისკენ.