Subaru-მ ველოსიპედისტების დასაცავად U-ფორმის უსაფრთხოების ბალიშები შექმნა
Subaru-მ იაპონური ბაზრისთვის შემუშავებული ახალი Forester-ისთვის U-ფორმის უსაფრთხოების ბალიშები შექმნა. უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც ავტომწარმოებელმა Forester-ისთვის წარადგინა, მოდელის კაპოტის ზედა ნაწილზე გაიხსნება და გზებზე მოძრავი ველოსიპედისტების დასაცავადაა განკუთვნილი.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ბალიშები უკვე წლებია არსებობს, Subaru-ს განცხადებით, მისი შეთავაზება სრულად ახალია და მსოფლიოში პირველია. მასზე მუშაობა კომპანიამ, როგორც ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოების ბალიშებზე ისე დაიწყო, თუმცა ამ შემთხვევაში ზედაპირის ფართობი ორივე A-ს სვეტის ფართობზე გაზარდა. Subaru-ს განმარტებით, კვლევები მოწმობს, რომ შეჯახებისას ველოსიპედით მოსიარულეთა თავი განსხვავებულ მდგომარეობაში ეცემა, ვიდრე გამვლელების შემთხვევაში და შესაბამისად, ეს სიტუაცია სხვა ტიპის უსაფრთხოების ბალიშებსაც საჭიროებს.
ამ დროისთვის, ველოსიპედისტების დასაცავად შექმნილი U-ფორმის უსაფრთხოების ბალიშები ხელმისაწვდომი მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვისაა. თუმცა, სამომავლოდ, დიდი შანსია, რომ სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდეს. ამ ეტაპზე უცნობია, Forester-ის გარდა კიდევ რომელი მოდელები მიიღებენ კომპანიის ახალ უსაფრთხოების ბალიშებს.
ცნობისთვის, ველოსიპედის უსაფრთხოების ბალიშები Forester-ის ერთადერთი იაპონური სპეციფიკური ფუნქცია არ გახლავთ. ქვეყნის ბაზარზე SUV-ი 1.8-ლიტრიანი ტურბოძრავაა, 174 ცხენის სიმძლავრითა და 200 ნიუტონ მეტრით. ერთადერთი ვერსია, რომელიც სხვა ბაზრებზე ხელმისაწვდომია მისი 2.5-ლიტრიანი ძრავაა, რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰიბრიდული ვერსიების გამომუშავება კი, 194 ცხენის ძალას აღწევს.