უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოება, მოჭიდების კონტროლი, სტაბილურობის კონტროლი, სასარგებლო რჩევა, მოცურებული ავტომობილი, ბლოკირება
Aa
Aa

რა სხვაობაა სტაბილურობის კონტროლსა და მოჭიდების კონტროლს შორის

სტაბილურობის კონტროლსა და მოჭიდების კონტროლის სისტემებს შორის არსებულ განსხვავებაზე უამრავ მოსაზრებას მოისმენთ. ზოგისთვის ერთი და იგივეა, ზოგისთვის ეს ორი უსაფრთხოების სისტემა ერთნაირია და ზოგსაც ჰგონია, რომ ღილაკზე თითის დაჭერით მანქანას ბლოკირება ერთვება. სინამდვილეში რით განსხვავება მოჭიდების კოტროლი და სტაბილურობის კონტროლი ერთმანეთისგან? მარტივად რომ ვთქვათ, სტაბილურობის კონტროლი გაუმჯობესებული მოჭიდების კონტროლია, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს.

1971 წელს Buick Riviera -მ MaxTrac წარმოგვიდგინა. ეს იყო მოჭიდების კონტროლის ყველაზე პრიმიტიული სისტემა. აღნიშნული სისტემა მუხრუჭების გამოყენების გარეშე მოქმედებდა დ ზედმეტი ბრუნის შემჩნევის შემთხვევაში, ძრავში, კერძოდ წვის კამერაში აფეთქებას პროცესს აჩერებდა. თუმცა, კარბურატორში საწვავის მიწოდება არ მცირდებოდა და ამის გამო ავტომობილი მაყუჩიდან ცეცხლს ისროდა.

სტაბილურობის კონტროლის დებიუტი 1990 წელს იაპონურ ბაზარზე Mitsubishi Diamante-ში შედგა. თანამედროვე მოჭიდების კონტროლის მსგავსი სისტემა Bosch-მა Mercedes-თან ერთად 1995 წლის Mercedes-Benz S600 კუპესთვის განავითარა.

ASR. Co to za system i jak działa w samochodzie kontrola trakcji? -  Motoryzacja w INTERIA.PL

რა არის მოჭიდების კონტროლი?

ეს უსაფრთხოების სისტემა იმისთვის შეიქმნა, რომ გზის ნებისმიერ საფარზე საბურავის ბრუნვა გაეზომა, რაც ABS-ის ჰიდრავლიკური სოლენოიდების საშუალებით გაეკონტროლებინა. მბრუნავი ბორბლის შესანელებლად საწვავის მიწოდების ან ძრავში აალების კონტროლს იყენებს. ამ სისტემის გამორთვა შესაძლებელია. როგორც წესი, ამ ღილაკს TC ან TCL აწერია. თუ თქვენს მანქანას მოჭიდების კონტროლიც და სტაბილურობის კონტროლიც აქვს, მაშინ ისინი ერთი და იმავე ღილაკით კონტროლდება. ამ შემთხვევაში ღილაკზე ESC ან VSC ეწერება.

რა არის სტაბილურობის კონტროლი?

თანამედროვე სტაბილურობის კონტროლს, გარდა იმისა, რომ მოჭიდების კონტროლსა და ABS სისტემას აერთიანებს, დამატებითი სენსორებიც აქვს. მათ შორისაა საჭის მოხვევის კუთხის სენსორი, რათა სისტემამ მძღოლის მოძრაობის ტრაექტორია და სიჩქარე ზუსტად გათვალოს. სენსორი ზომავს, თუ რამდენად ბრუნავს ავტომობილი თავისი ვერტიკალური ღერძის გარშემო. აქსელერომეტრი განივ და გრძივ აჩქარებას ადგენს. სენსორებით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მთავარი კომპიუტერი მონაცემებს მძღოლის ქმედებებს ადარებს. თუ მონაცემები და მძღოლის ქმედება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაშინ კომპიუტერი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების და მძღოლის ქმედების დასამთხვევად, ავტომატურად ამუხრუჭებს.

როგორ მუშაობს ABS, მოჭიდების კონტროლი და სტაბილურობის კონტროლი ერთად?

სისტემები სრულიად ინტეგრირებულია. სტაბილურიბის ან მოჭიდების კონტროლის ABS სისტემის გარეშე ქონა შეუძლებელია. ABS სისტემა არეგულირებს საბურავების ბრუნვას და მანქანას ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს. ზოგიერთ ავტომობილს ამ სისტემის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობაც აქვს. მოჭიდების კონტროლის გამორთვის ღილაკი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სტაბილურობის კონტროლის. როგორც უკვე აღვინშნეთ, თუ ავტომობილს მოჭიდების და სტაბილურობის კონტროლი ორივე ერთად აქვს, მაშინ მის ჩართვა/გამორთვის საერთო ღილაკი აქვს.

Dlaczego kontrolka kontroli trakcji się świeci? | Auto Centrum Group

როდის უნდა გამოვრთო მოჭიდების კონტროლი?

უამრავი „გამოცდილი“ მძღოლისგან მოისმენთ, რომ მოჭიდების კონტროლის დეაქტივაცია შეზღუდული მოჭიდების მქონე საფარზე არ ვარგა. სინამდვილეში ტალახში, ან თოვლში ჩარჩენისას ეს სისტემა შეიძლება დაბრკოლებაც კი აღმოჩნდეს. თუ თქვენი ავტომობილით თოვლში ან ტალახში გაიჭედეთ, რადგან თქვენი სისტემა ძალას ზედმეტი ბრუნის დადგენისთანავე კლავს, მაშინ მოჭიდების კონტროლის გამორთვა სწორი არჩევანია. ამ შემთხვევაში ავტომობილს ბევრი ძალა სჭირდება და არა მისი შესღუდვა.

როდის უნდა გამოვრთო სტაბილურობის კონტროლი?

ეს შემთხვევა შედარებით განსხვავებულია - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ გზებზე არ მოძრაობთ. თუ ამისთვის შესაფერის ადგილებში თქვენი მანქანის შესაძლებლობების ბოლომდე გამოცდა გინდათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეს სისტემა გამორთოთ. თუ თქვენ სარბოლო ტრეკზე თქვენი მანქანის , ან თქვენი ტავის გამოცდა გინდათ, მაშინ კი ბატონო. საერთო მოხმარების გზებზე კი ამის გაკეთება რეკომენდირებული არასდროსაა. სწორედ ამიტომ, ამ სისტემის გამორთვის ღილაკი ყოველთვის უფრო ძნელად მისაგნებია, ვიდრე სხვა ღილაკები.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ მოჭიდების კონტროლის ღილაკზე თითის დაჭერით ე.წ. ბლოკირებას ვერ აამოქმედებთ, ეს ორი სრულად განსხვავებული რამაა. აგრეთვე არ არსებობს მოჭიდების და სტაბილურობის კონტროლის აქტივაცია, ეს სისტემები ისედაც გააქტიურებულია, ღილაკზე დაჭერით თქვენ უბრალოდ თიშავთ მათ და არა რთავთ.

მსგავსი სიახლეები