საქართველო, ფერარი, ბუგატი, პორშე 911, პორშე, პორშე მაკანი, ლამბორგინი, ასტონ მარტინი, ლამბორგინი ჰურაკანი, ბუგატი შირონი, ლამბორგინი ურუსი, ფერარი ესეფ90, პორშე კაიენი, ფერარი რომა, ფერარი 296 ჯითიბი, ლამბორგინი ავენტადორი, ბუგატი როდსტერი, ბუგატი თიუაიფი 11
Aa
Aa

რამდენი Porsche 911, Ferrari, Bugatti, Aston Martin-ი და Lamborghini დადის საქართველოში?

მაღალი კლასის ავტომობილების სტატისტიკა საქართველოში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდეა გაზრდილი. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი, 1 680 400 ერთეულ ავტომობილს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში მატებამ 110 151 ავტომობილი შეადგინა.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით Mercedes-Benz-ისა და Toyota-ს მოდელები სჭარბობს. ავტომობილების დიდი ნაწილი კი, თბილისის მასშტაბითაა თავმოყრილი. შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება პრემიუმ კლასის ავტომობილების რაოდენობაც, როგორებიცაა Porsche, Ferrari, Bugatti, Aston Martin-ი და Lamborghini.

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სულ Porsche-ს 3 595 მოდელია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი არის Porsche Cayenne – 888 ერთეული, შემდეგ Macan-ი - 440 ერთეული და Cayenne S-ი - 299 ერთეული. რაც შეეხება 911-ს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 63 ერთეული 911 Carrera გადაადგილდება.

საინტერესოა, რომ Porsche-ს მოდელი საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონშია რეგისტრირებული, აქედან ყველაზე მეტი - 2 732 ერთეული დედაქალაქში. ცნობისთვის, 2023-2024 წლის პერიოდში, საქართველოში სულ Porsche-ს 751 ერთეული მოდელი დარეგისტრირდა. რაც შეეხება მოდელების მიხედვით საქართველოში Porsche-ს ავტომობილების რაოდენობას, ათეული ასე გამოიყურება:

 

Ferrari-ის შემთხვევაში, საქართველოში 2024 წლის ბოლოს, სულ რაღაც 64 ერთეული იყო რეგისტრირებული. მათგან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული მოდელი 296 GTB-ის, სულ 10 ერთეულით, შემდგომ მოდის Roma (8 ერთეული) და SF90 Stradale – 7 ერთეული. ცნობისთვის, თბილისში ყველაზე მეტი 52 ერთეული Ferrari-ია რეგისტრირებული და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2022 წლის შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული Ferrari-ის მოდელების რაოდენობა 28-დან 64 ერთეულამდეა გაზრდილი. ტოპ-10 რეგისტრირებული მოდელი საქართველოში შემდეგნაირად გამოიყურება:

 

საქართველოს მასშტაბით, გასული წლის ბოლოსთვის, Lamborghini-ის ყველაზე პოპულარული მოდელი Urus-ი იყო. ქვეყნის ფარგლებში სულ 21 ერთეული Urus-ია რეგისტრირებული, ხოლო მთლიანობაში Lamborghini-ის რაოდენობა 50 ერთეულს შეადგენს. ეს უკანასკნელი 2022 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია. მეორე ყველაზე პოპულარული მოდელი, 5-5 ერთეულით საქართველოში, Hurracan-ი და Aventador-ია.

 

საქართველოში რეგისტრირებული Aston Martin-ების რაოდენობა 25 ერთეულს აღწევს, საიდანაც თითქმის სრული უმრავლესობა - 22 ერთეული - დედაქალაქზე მოდის. Aston Martin-ის ყველაზე პოპულარული მოდელი Martin Vantage გახლავთ, რომლის რაოდენობაც ქვეყანაში სულ რაღაც 4 ერთეულს აღწევს. ასევე ქვეყნის მასშტაბით, 3-3 ერთეული Martin DB11 და Martin DB12 Coupe დადის. Aston Martin-ების Top-10 ასე გამოიყურება:

 

ყველაზე მცირე რაოდენობით კი, საქართველოში Bugatti-ის შეხვდებით. 2025 წლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული Bugatti-ის რაოდენობამ მხოლოდ სამი ერთეული შეადგინა. გამოდის, რომ საქართველოში სულ რაღაც ერთი Chiron-ი, ერთი Roadster-ი და ერთი TYP 11-იც დადის მათგან ორი კი, 2023-2024 წლის პერიოდშია რეგისტრირებული.

 

მსგავსი სიახლეები