„ტესლამ“ მემილიონე ავტომობილი აწარმოა
„ტესლას“ დამაარსებელმა ილონ მასკმა „ტვიტერზე" გამოაქვეყნა, რომ კომპანიამ მისი მემილიონე ავტომობილი აწარმოა.
Congratulations Tesla team on making our 1,000,000th car!! pic.twitter.com/5M99a9LLQi
— Elon Musk (@elonmusk) March 10, 2020
მემილიონე Tesla Model Y, რომელიც წითელი ფერისაა, კომპანიამ კალიფორნიის ქარხანაში ააწყო. ის ავტომწარმოებლის ბოლო მოდელია. Model Y Model 3 სედანზე დაფუძნებული კროსოვერია და რიგით უფრო დაბლა დგას, ვიდრე კომპანიის უფრო დიდი Model X.
მას სავსე ბატარეებით 507 კილომეტრის გავლა შეუძლია. 0-100-კმ/სთ-ამდე 3.6 წამში ჩქარდება. არსებობის მანძილზე „ტესლამ“ ავტომობილები მხოლოდ ხუთი სახელით აწარმოა. 2008 წელს, კომპანიამ სტარტაფის სახით დაიწყო. პირველი ავტომობილი იყო Lotus Elise-ზე დაფუძნებული როდსტერი. შემდეგი იყო Model S. 2017 წელს კომპანიამ გამოაცხადა, რომ მის პირველ Cybertruck პიკაპთან ერთად, 2021 წელს როდსტერის გამოშვებას აპირებდა.
„ტესლა“ პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მილიონი ელექტრო მანქანა გამოუშვა. მსოლფიო კი ახალ როდსტერს დაელოდება.