Corvette აღარ არსებობს, მძღოლს კი ერთი ნაკაწრიც არ აქვს
კოლორადოში C3 Chevrolet Corvette-ის მძღოლს ძალიან გაუმართლა, როდესაც ამ საშინელ ავარიას ცოცხალი გადაურჩა. ინციდენტის დროს, Corvette ფოლადის დამცავი ღობის ქვეშ მოექცა და ამ სურათების ნახვის შემდეგ, რთული დასაჯერებელია, რომ ავარია ფატალურად არ დასრულდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ყავისფერი Corvette შაბათ-კვირას დუგლასის ოლქის ბაზრობის მახლობლად დამცავ ღობეს შეეჯახა. ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია და მხოლოდ ფოტოებით დასკვნების გამოტანაც რთულია. თუმცა ერთი რამ ფაქტია: Corvette-ი მძღოლს ძალიან გაუმართლა, რომ ამ ისტორიის მოყოლა თავად შეუძლია.
C3-ის დაბალი კორპუსის წყალობით, მანქანის წინა ნაწილი დამცავი ღობის ზედა ნაწილის ქვეშ ჩაცურდა, რა დროსაც საქარე მინა ჩაიმსხვრა. სასწაულებრივად, Corvette-მა სრიალი აღარ განაგრძო და გაჩერდა სწორედ მაშინ, როდესაც დამცავი მოაჯირი პირდაპირ სალონის შუაგულში იყო. და რაც მთავარია, მძღოლის თავი მოაჯირთან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მძღოლის გასათავისუფლებლად მათ Corvette-ის სახურავის მოჭრა დასჭირდათ. დაზიანებული Chevy-ს გამოსაყვანად კი, დამცავი მოაჯირის აწევა.
ავარიის შედეგად მანქანის ყველა მინა ჩაიმსხვრა, სალონში კი მხოლოდ თეთრი ზეწარი და ნარინჯისფერი კალათბურთის ბურთი დარჩა. Corvette სასწაულებრივად, რომ არ გაჩერებულიყო, შეიძლება მძღოლი მანქანიდან ცოცხალი ვეღარ ამოეყვანათ. საოცარია, მაგრამ მძღოლი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ავარიის შემდეგ, ერთი ნაკაწრის კი არ აქვს.
ეს განსაკუთრებით გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ C3-ს პრაქტიკულად არ გააჩნია თანამედროვე ავტომობილებში არსებული უსაფრთხოების ყველა ფუნქცია და დარტყმის შესამსუბუქებლად ჰაერის ბალიშებიც კი არ აქვს.