ჰონდა, ნისანი, გაკოტრება, ნისან სილვია, ივან ესპინოზა
Aa
Aa

Nissan-ი იმაზე მეტ ფულს კარგავს, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ

კომპანია 2024 ფისკალური წლისთვის 5.3 მილიარდ დოლარამდე ზარალს ვარაუდობს, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

Nissan-ი 2024 ფისკალური წლისთვის, რომელიც 31 მარტს დასრულდა, 700 მილიარდიდან 750 მილიარდ იენამდე (არსებული გაცვლითი კურსით 4.9-დან 5.3 მილიარდ დოლარამდე) წმინდა ზარალის მიღებას ვარაუდობს. ავტომწარმოებელმა კომპანიისთვის რეკორდული ზარალის მიზეზებად მიმდინარე რესტრუქტურიზაციის გეგმას და სხვა ფაქტორები დაასახელა.

Nissan-ი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა. ანალიტიკოსთა ვარაუდით, კომპანიას თავის გადასარჩენად ბევრი დრო დარჩენილი აღარ აქვს. ყოფილი წინა აღმასრულებელი დირექტორის შემუშავებული რესტრუქტურიზაციის გეგმა სათანადოდ ვერ შესრულდა, რის შემდეგაც, Honda-ს გაერთიანებაც წარუმატებლად დასრულდა.

რიგი მიზეზებისადა გამო, გაკოტრების პირას მისულ ავტომწარმოებელს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დასჭირდა. შეიცვალა CEO-ც და თანამდებობა ივან ესპინოზამ, როგორც Nissan-შიც ამბობენ, ავტომობილების ღირსეულმა ენთუზიასტმა დაიკავა. ესპინოზას ამბიციური მიზნები აქვს. მაგალითად, Top Gear-თან 2024 წლის ინტერვიუში მან კომპანიის გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Nissan-ს Z-სა და GT-R-თან ერთად ახალი სპორტული (დიდი ალბათობით ელექტრო) ავტომობილიც სჭირდებოდა. მისი მთავარი ოცნება კი, Silvia-ს ხელახლა გაცოცხლება გახლდათ.

კომპანიის ინფორმაციით, მიღებული ფინანსური დანაკარგიდან 3.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩრდ. ამერიკის, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და იაპონიის ბაზრებს უკავშირდება. აქტივების ღირებულება მუდმივად ეცემა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ Nissan-ი იმაზე მეტ ფულს კარგავს ვიდრე ოდესმე კარგი ამბავია, რომ კომპანიას 10.5 მილიარდის წმინდა ნაღდი ფული აქვს.

Nissan-ი 2024 ფისკალური წლის წლიურ შედეგებს 13 მაისს გამოაცხადებს. კომპანია 597 მილიონი აშშ დოლარის საოპერაციო მოგებისა და 88.5 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. ავტომწარმოებლის განცხადებით, შედეგები კონკურენტული გარემოს ცვლილებებით და გაყიდვების მაჩვენებლების გაუარესებითაა გამოწვეული.

მთავარი იმედი ახლა ესპინოზაზეა, რომელიც თითქმის გაკოტრებული იმპერიას სათავეში ჩაუდგა. ესპინოზამ ოფიციალურად პოსტი 2025 წლის პირველ აპრილს დაიკავა და შეფასებების გაკეთებაც, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯერ ნაადრევია.

 

მსგავსი სიახლეები