ბიემვი, სარბოლო მანქანა, ბიემვი ემ2, ფია, ბიემვი ემ2 რეისინგი
Aa
Aa

BMW M2-ის ახალ სარბოლო ავტომობილს მხოლოდ ოთხი ცილინდრი აქვს

BMW-მ თავის ერთგულ ავტომოყვარულებს ახალი სარბოლო მანქანა წარუდგინა, სახელწოდებით - M2 Racing-ი. გერმანული მოდელის ღირებულება $111 400-დან იწყება, ამ ფასად კი, მსურველები ტრასისთვის სრულად აღჭურვილ მანქანას მიიღებენ. თუმცა M2 Racing-ს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია, რომელიც გზებისთვის ლეგალურ M2-ს აქვს. ეს დეტალი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავაა. ამის ნაცვლად, ავტომობილი ტურბოჩარჯერით - 2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.

ძრავა, რომელიც 2 Series Gan Coupe-დანაა მიღებული 313 ცხენის ძალას და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. BMW-ს თქმით, M2 Racing-ს 270 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, ხოლო ერთადერთი ხელმისაწვდომი ვერსია ZF-ის შვიდსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, BMW M Motorsport-ის პროგრამული უზრუნველყოფით. დამატებით, ამ მოდელში BMW M-ის მუხრუჭები, არარეგულირებადი KW ამორტიზატორები და რეგულირებადი წინა და უკანა განივი მდგრადობის სტაბილიზატორიც შეგხვდებათ.

BMW-იმ თავის ახალ სარბოლო მოდელს DMSB-ს მიერ სერტიფიცირებული უსაფრთხოების კარკასი დაუყენა, რომელიც FIA-ს უახლეს რეგულაციებს შეესაბამება. ინტერიერში ასევე Sabelt GT-AM-ის უსაფრთხოების სავარძელი და ცეცხლმაქრიც განთავსებულია. მანქანას აქვს კონდიციონერიც კი და ის აღჭურვილია ყველაფრით, რასაც სარბოლო მანქანაში ელით - BMW M Motorsport-ისთვის სპეციფიკური მართვის რეჟიმები და რეგულირებადი პიტ-სტოპის სიჩქარის შემზღუდველიც კი.

„ჩვენი ახალი მანქანა სარბოლო გუნდებსა და მძღოლებს უკომპრომისო შესრულებას, გამძლეობას და მართვის დაუვიწყარ სიამოვნებას სთავაზობს“, - განაცხადა BMW M-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსისკუს ვან მეელმა. BMW მანქანის დაბალ საოპერაციო ხარჯებსაც დადებითაც აფასებს, რადგან ისინი სერიულ ვერსიებთან საკმაოდ მიახლოებული აღმოჩნდა.

ავტომწარმოებელმა ახალ სარბოლო მანქანაზე მუშაობა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. გაყიდვები ივნისში დაიწყება, ხოლო ახალ მოდელებს გზებზე 2026 წლის პირველი ნახევრიდან უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები