დოჯი, შაკილ ო\'ნილი, დოჯი ჩარჯერი
Aa
Aa

შაკილ ო'ნილის Hellcat Charger-ი მის თამაშზე უფრო თვალშისაცემია

Dodge-ის აზარტული ავტომობილების შექმნა საკმაოდ კარგად გამოსდის, თუმცა ეს კონკრეტული Charger-ი სულ სხვა დონეზეა. 2022 წლის SRT Hellcat Redeye Widebody, რომელიც ოდესღაც NBA-ს სუპერვარსკვლავ შაკილ ო’ნილის ეკუთვნოდა და სრულად მასზე იყო მორგებული, ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. ავტომობილი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ექსტერიერი კი ისეთივე თვალშისაცემია, როგორც ძრავა.

და, თუ გამოგრჩათ, ეს არის Forbes Performance-ის მიერ სპეციალურად 2.16 მეტრის სიმაღლის გიგანტისთის შექმნილი მოდელი - Shaqcat-ი, რომელიც სულ რაღაც სამ ეგზემპლარად არსებობს. 

Charger Redeye-ს კი წარდგენა არ სჭირდება. ქარხნულად ეს მოდელი 717 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, თუმცა ეს შესაძლებლობები შაკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მან Forbes Performance-ისა და Duster Hoff Racing-ის თანამშრომლების დახმარებით მოდელს დამატებით 200 ცხენის ძალა შემატა და არც ამაზე გაჩერდა. Brembo-ს მუხრუჭები, ადაპტირებადი ამორტიზატორები, SRT-ის მართვის რეჟიმები, „ლანჩ“-კონტროლი - ყველაფერი ამ პაკეტის ნაწილია.

Smoke Show ნაცრისფერი ფერით, მოდელი მოკრძალებულად გამოიყურება მანამ, სანამ მაშუქები არ აინთება. მანქანის ქვეშ და ცხაურშიც კი წითელი განათებებია, რომელიც ავტომობილის  შავ, ნაცრისფერ და კარბონის კორპუსს გამოკვეთენ. უნიკალური 20-ინჩიანი Signature Performance დისკები კი, მოძრაობისას, გამვლელების ყურაღებასაც მარტივად იპყრობს. 

სალონში თითქმის ყველაფერი Mopar-ის მსგავსია,  მაგრამ რამდენიმე უნიკალური შტრიხით. ამ მოდელში შავ Laguna ტყავი და ალკანტარაა გამოყენებული და Harman Kardon-ის 19-დინამიკიანი აუდიო სისტემაა ჩაშენებული. ოდომეტრზე კი, სულ რაღაც 6.5 კილომეტრი წერია, რაც მას თითქმის ხელუხლებელ მანქანადაც აქცევს. 

აუქციონი SBX Cars-ზე გაიმართება და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანის გაყიდვის პროცესს თავადვე დააკვირდნენ. ავტომობილის შესაძლო ღირებულებაზე ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა რთულია იმის დაშვება, რომ ეს მანქანა მისი წარსულიდან გამომდინარე, იაფად გაიყიდება. 

 

მსგავსი სიახლეები