Land Rover-ის "ძველი" Defender V8 გარეგნულად მომხიბვლელია, რასაც ფასზე ვერ ვიტყვით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, Land Rover-მა პლაჟის საუკეთესო "აქსესუარი" წარგვიდგინა. ეს მოდელი Defender V8 Works Bespoke Soft Top-ია და მიუხედავად იმისა, რომ სრულად ახალია, მაინც ოლდ-სქულის სტილს გადმოსცემს. თქვენ წინაშე, თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში, პირველი Defender Soft Top-ია. მოდელი Defender 90-ზეა დაფუძნებული, რომელიც 2012-2016 წლებში იწარმოებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოდელი არსებითაც მსუბუქი ზომის რეტრომოდია, მასში ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებასაც ვერ ვხვდებით. თუმცა არის მცირედი ნიუანსები - მათ შორის სპეციალურად დამზადებული სახურავი, რომელიც საფ ფერშია ხელმისაწვდომი და იხსნება. კლიენტებს, რომლებიც უფრო მინიმალისტურ ვერსიებს ეძებენ, შეუძლიათ Bikini-სახურავი აირჩიონ, რომელიც იმავე ფერებშია შემოთავაზებული, თუმცა მხოლოდ წინა სავარძლის მგზავრებისთვის განკუთვნილ ადგილს ფარავს.
საერთო ჯამში, ამ ავტომობილისთვის მძღოლებს 49 ფერის შერჩევა შეეძლებათ. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველ ვერსიას ვერ ნახავენ, Works Bespoke-ის სერვისი მათ სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ. კლიენტებს ასევე შეუძლიათ სხვა დეტალების პერსონალიზება, მათ შორის ცხაურის, კარის სახელურებისა და კაპოტის წარწერის ჩათვლით. მანქანას სტანდარტული 16-ინჩიანი საბურავები უკეთია, თუმცა კომპანია მომხმარებელს 18-ინჩიან ვერსიასაც სთავაზობს. პერსონალიზაცია ვრცელდება ინტერიერზეც, რომელშიც ხუთი მონოტონური და რვა ორფეროვანი ტყავის ვარიანტია შეთავაზებული - Liberty Blue-დან Garnet-მდე.
რაც შეეხება მოდელის შესაძლებლობებს: ავტომობილი 5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 405 ცხენის ძალას და 515 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება და ძრავის სიმძლავრეს ყველა ბორბალზე ანაწილებს. მანქანა 0-დან 100-მდე 5.6 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 180 კმ/სთ-ზე აღწევს.
ალბათ ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა იმავეს თქმა Land Rover-ის ღირებულებაზე გაგვიჭირდება. გაერთიანებულ სამეფოში მისი საწყისი ფასი $260 170-ს აღწევს, რასაც დამატებით $60 000-ის გადასახადები ემატება.