რატომ არ უნდა გამოიყენოთ დიზელის ზეთი ბენზინის ძრავაში?
დიზელისა და ბენზინის ძრავებისთვის განკუთვნილი ძრავის ზეთის შერჩება ერთი შეხედვით მარტივი საქმეა. თუმცა თუ ორივე შემთხვევაში სიბლანტე მსგავსია, შესაძლოა იფიქროთ, რომ დიზელის ძრავის გამოყენება ჩვეულებრივ ბენზინზე მომუშავე მანქანაში პრობლემის გარეშე შეგიძლიათ. მაგრამ სჯობს ეს არ გააკეთოთ, რადგან ზეთის არევა, სპეციალისტების ცნობით, დიდი შანსია ძრავის სწრაფი ცვეთის მიზეზი გახდეს.
ზეთს მხოლოდ სიბლანტე არ განასხვავებს. მწარმოებლები მასში ცვეთის საწინააღმდეგო და სარეცხ დანამატებს ურევენ, რათა სხვა ბრენდებისგან გამოირჩეოდნენ და ძრავის ეფექტიანობაც გააუმჯობესონ. დიზელისა და ბენზინის ძრავებისთვის განკუთვნილ ზეთს შორის მთავარი განსხვავება სწორედ დანამატების პაკეტის ნარევია.
YouTube-ზე გამოქვეყნებულ ბოლო ვიდეოში ტრიბოლოგიის ექსპერტი ლეიკ სპიდ უმცროსი ძრავების ზეთს შორის განსხვავებასა და მათი გამოყენების სპეციფიკას განმარტავს. სპიდის თქმით, დიზელის ზეთს ორჯერ მეტი სარეცხი დანამატი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ბენზინის ძრავებისთვის განკუთვნილ ზეთს. დიზელის ძრავები მეტ ჭვარტლს წარმოქმნიან, ამიტომ ზეთში სარეცხი საშუალების დამატება აუცილებელია ძრავის სისუფთავის შესანარჩუნებლად და დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
უფრო მეტი სარეცხი საშუალება შეიძლება კარგად ჟღერდეს, მაგრამ არა ბენზინის ძრავებისთვის. სარეცხი საშუალება სპეციალურ დანამატებთან ერთად უნდა იყოს განაწილებული, რომლებიც ძრავას ცვეთისგან იცავს. დიზელის ძრავები ამ ბალანსით მუშაობენ, ბენზინის ძრავები კი - არა. თუ ბენზინის ძრავაში დიზელის ზეთს გამოიყენებთ, საჭირო ცვეთის საწინააღმდეგო დანამატები საკმარისი არ იქნება და ძრავა დროთა განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს.
სპიდ უმცროსი დასკვნების საფუძვლად მხოლოდ თეორიას არ იყენებს. Driven Racing Oil-ში მუშაობისას, მან ერთმანეთს მსგავსი სიბლანტის ოთხი ზეთი შეადარა - ორი დიზელის ძრავებისთვის და ორი ბენზინის ძრავებისთვის - და აღმოჩნდა, რომ დიზელის ზეთები, ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, სატესტო ნაწილებზე გაცილებით მეტ ცვეთას იწვევდა. ამიტომ, რაც არ უნდა მაცდური იყოს თქვენს ავტომობილში შეუსაბამო წეთი არ გამოიყენოთ.