აუქციონი, ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1
Aa
Aa

უნიკალური McLaren-ი, რომლის შექმნაშიც ლუის ჰამილტონი მონაწილეობდა | და ეს ყველაფერი არაა

შემდეგ თვეში, აუქციონზე გასაყიდად McLaren MP4-12C-ი გამოდის, თანაც არა ერთი, არამედ ორი. რაც მთავარია, ორივე ამ მოდელს დიდი საავტომობილო ისტორია აქვთ. ერთი, Valvano Red კუპე, ლუის ჰამილტონს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე - ჯენსენ ბატონს. McLaren-მა მოდელები მათ MP4-12C-ის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის, როგორც საჩუქრები, ისე გადასცა. იმ დროს პილოტები ჯერ კიდევ McLaren F1-ის გუნდში ირიცხებოდნენ.

ჰამილტონის მანქანას, მარცხენა საჭიან ეგზემპლარს, რომელიც მან 2012 წლის 1 მარტს დაარეგისტრირა, მხოლოდ 8 000 კილომეტრი აქვს გავლილი. ავტომობილში V8 ტვინტურბო იმალება, რომელიც 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰამილტონმა მანქანა ინგლისში დააპროექტა და სალონისთვის Harissa-ს წითელი ტყავი და შავი ალკანტარა შეარჩია. სარკეების ჩარჩოების, წინა სპლიტერისა და უკანა დიფუზორისთვის კი, კარბონია გამოყენებული.

ბატონის მანქანა Elite Pearl White-ის ფერისაა, რომელსაც Harissa-ს წითელი და შავი ტყავის სალონი ემატება.  ეს არის მარჯვენა საჭიანი მოდელი, ინტერიერში კარბონის აქცენტებით. აქცენტებით. მისი სავარაუდო ღირებულება 125 000-150 000 ევრომდეა, ამ კონკრეტულ მოდელს კი, 12 000 კილომეტრამდე აქვს დაფარული.

MP4-12C-ზე მუშაობის დროს, ჰამილტონმა McLaren-ს მანქანის საჭის დაპატარავება და გადართვის ბერკეტების შეცვლა სთხოვა.  შედეგად, მივიღეთ თხელი, მაგრამ მაღალი მგრძნობელობის მქონე შეხების წერტილები - დიზაინი, რომელიც McLaren-ის თანამედროვე მოდელებშიც დიდი სიხშირით გვხვდება.

ცნობილი პილოტების საკუთრებაში არსებული ავტომობილები Broad Arrow-ის აუქციონზე 24-25 მაისს გამოჩნდება. აუქციონი ლაივრეჟიმში მიმდინარეობს და მსურველებს მანქანების ფასის ცვლილებისთვის თვალის დევნებაც შეეძლებათ.

 

მსგავსი სიახლეები