მერსედეს ჯი-კლასი, მერსედეს-ბენცი, რამი, პაპმობილი, რამ 1500
Aa
Aa

პაპ ფრანცისკეს უკანასკნელი „პაპმობილი“ Ram 1500-ია

კათოლიკური სამყარო რომის პაპ ფრანცისკეს გამოემშვიდობა. პაპი, რომელიც საზოგადოებაში დიდ სიყვარულით სარგებლობდა, ანდერძის შესაბამისად, მოკრძალებულად დაკრძალეს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რამაც ყველას დიდი ყურადღება დაიმსახურა, დაკრძალის ცერემონიალზე გამოყენებული ავტომობილი იყო, რომელიც სულაც არ იყო კატაფალკა და რეალურად, სრული ზომის პიკაპი გახლდათ.

Britannica-ს თანახმად, 12-წლიანი პაპობის დროს პაპ ფრანცისკემ საჯარო გამოსვლების დროს პაპმობილის გამოყენების ტრადიციაზე უარი განაცხადა და უპირატესობას უფრო მოკრძალებულ მანქანებს ანიჭებდა, როგორიცაა მაგალითად კომპაქტური მანქანები. ხოლო პაპმობილის შემთხვევაში ეს მოდიფიცირებული Jeep, Fiat, Hyundai ან Kia უნდა ყოფილიყო.

პაპს ხშირად პიკაპითაც შევხვედრილვართ, მათ შორის ერთ-ერთი ვიზიტისას პირველი თაობის Nissan Frontier-იც გამოიყენა. და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანულმა ავტომწარმოებელმა საჩუქრად მას ახალი ელექტრო Mercedes-Benz G-Class Popemobile-იც გადასცა, პაპის ბოლო მგზავრობა Ram 1500-ით შედგა.

ვატიკანის შეფასებით, დაკრძალვას 250 000-ზე მეტი პირი დაესწრო. ხოლო დამატებით 150 000 ადამიანი ავტოკოლონის მარშრუტზე რიგში იდგა. და ალბათ არცერთი მათგანი ელოდა, რომ პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე მეოთხე თაობის Ram-ს გამოიყენებდნენ.

პიკაპი Popemobile-ის ნაცნობი მოდიფიკაციებით იყო აღჭურვილი, მათ შორის სადგომი პლატფორმით და დამცავი ფარით. თუმცა, Ram Popemobile ძირითადად სრულად ღიაა. მსგავსი ტიპის ავტომობილები, მისი სურვილისდა შესაბამისად, პაპს სიცოცხლეში ხალხთან უშუალო კონტაქტის საშუალებას აძლევდა.

 

მსგავსი სიახლეები