ეს Mustang-ი სინამდვილეში Hyundai-ა
ზოგჯერ ყველაზე საინტერესო ავტომობილების აწყობა იმ მოდელებით იწყება, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა და ვინმეს, არც შეძენა სურდა. Hyundai-ს ამჟამინდელ სპორტულ შეთავაზებებთან შედარებით, ძველი Tiburon-ი ცოტა ნელი და უინტერესო ჩანს, მაგრამ წლების განმავლობაში, სპორტულმა კუპემ უცნაური ნიშა დაიმკვიდრა და რამდენიმე წარმოუდგენელი რეპლიკის საფუძვლად იქცა.
არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ Toyota Celica ვიხილეთ, რომელიც რალის მანქანად იყო გადაქცეული, ხოლო 2019 წელს მეორე ვერსიაც წარგვდგინეს, რომელიც Bugatti Chiron-ს მოგვაგონებდა.
მოდიფიცირებული მოდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა, Tiburon-ია, თუმცა ერთი შეხედვით მეხუთე თაობის Ford Mustang-ი გეგონებათ. რეალურად ეს კონკრეტული რეპლიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და სანომრე ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ ევროპაში, კერძოდ კი ესპანეთში შეიქმნა.
ავტომობილის ტრანსფორმაციის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მაგრამ, პროექტის ავტორებმა მასში აშკარად დიდი ძალისხმევა გაწიეს და ისიც, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა ერთი რამ ფაქტია: განსხვავებების შემჩნევა საკმაოდ მარტივია, როდესაც იცით ისინი სად უნდა მოძებნოთ. ამის მიზეზი Tiburon-სა და Mustang-ის განსხვავებული პროპორციებია, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება.
განსხვავებები ყველაზე თვალსაჩინო უკანა მხარეასა, სადაც გადახურვა ოდნავ უფრო მოკლეა, ვიდრე ნამდვილ Mustang-ზე იქნებოდა. მცირედით განსხვავებულია უკანა კარის ფორმაც. მიუხედავად ამისა, Hyundai-ს ქარხნული პანელი ახლა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალი შავი ცხაურით, Mustang-ისგან ინსპირირებული განათებით და დამატებითი პროჟექტორებით. გამოსარჩევია მანქანის ფერიც - ვერცხლისფერი, შავი სარბოლო ზოლებით.
უცნობია, პროექტის ავტორებმა ავტომობილი მხოლოდ გარეგნულად შეცვალეს, თუ ცვლილებები მის შესაძლებლობებშიც შეიტანეს. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ Hyundai, რომელიც ამ მოდიფიკაციის საფუძვლად იქცა, ქარხნულად 2.7-ლიტრიანი V6 Tiburon-ით იყო აღჭურვილი, რაც მას სოლიდურ, ყოველდღიური გამოყენების ავტომობილად აქცევს.