სუპერქარი, დაზღვევა, მაკლარენი, მაკლარენი 720 ესი
Aa
Aa

დაზღვევა თვლის, რომ ეს სუპერმანქანა ვერ შეკეთდება | თუმცა, მისი არავის სჯერა

ერთი შეხედვით, ეს McLaren 720S-ი, „რიგითი“ სუპერქარია, ყვითელი ფერის პრიალა ელფერით, შავი და ვერცხლისფერი ბორბლებითა და კარბონის დეტალებით. არანაკლებ გამორჩეული კი, მისი შესაძლებლობებია: 4-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელმაც 720S-ი ჰიპერმანქანების სამყაროში გამორჩეული გახადა. თუმცა სადაზღვევო კომპანიამ, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს მანქანა აღარ შეკეთდებოდა და ახლა ის, აუქციონზე იყიდება.

ერთი შეხედვით, ეს McLaren-ი იდეალურად გამოიყურება. თუმცა, ცოტა უფრო ახლოს თუ დააკვირდებით, გარკვეულ დაზიანებსაც მარტივად შეამჩნევთ. მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიამ ის შეუკეთებლად მიიჩნიოს. ხილული, ე.წ. „დაზიანების“ უმეტესობა, მცირედი ცვეთის ნიშნებია, წინა მხარეს კი, კარბონის გამყოფზე, ავტომობილს რამდენიმე ნაკაწრიც აქვს. აუქციონის სახლის ვებ-გვერდზე ავტომობილის ქვედა ნაწილზე დაზიანებებიცაა მითითებული, თუმცა ეს ფოტოებზე არ ჩანს.

ამ მცირე ნიშნების გარდა, ეს 720S საკმაოდ იდეალურად გამოიყურება. მაგრამ ამ მოდელს 96 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, რაც ექვსი წლის სუპერმანქანისთვის ძალიან ბევრია და გვაფიქრებინებს, რომ გარკვეული პერიოდი გაქირავებულ მანქანად გამოიყენებოდა.

კალიფორნიაში, მანქანებს, შეუკეთებელი ავტომობილის სტატუსს როგორც წესი მაშინ ანიჭებენ, როდესაც ისინი იმდენად მძიმედ არიან დაზიანებულნი, რომ გამოსაყენებელი ნაწილებიც კი აღარ აქვთ. ამ მანქანების შეკეთება შტატში აკრძალულია. თუმცა, ამ 720S-ის შემთხვევაში, ეს სტატუსი ცოტა გადაჭარბებული ჩანს.

ასე რომ სრულად შესაძლებელია ეს სუპერქარი მალე ახალი მფლობელის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც მის შეკეთებასა და გზებზე დაბრუნებასაც მოახერხებს. თუმცა დიდი შანსია, რომ შტატებში მისი შეძენისგან ბევრი თავს შეიკავებს და 720S-იც საზღვარგარეთ გაიყიდება.

 

მსგავსი სიახლეები