Toro Rosso ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონს ახალი სახელით და ძველი შემადგენლობით ხვდება
Aa
Aa

Toro Rosso ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონს ახალი სახელით და ძველი შემადგენლობით ხვდება

რედ ბულმა“ რებრენდირებული „ტორო როსო“ ახალი სახელით წარმოადგინა. გუნდს AlphaTauri ერქმევა. შეფუთვა ახალია, მთავარი მიზანი კი უცვლელი.

-„კონსტრუქტროთა თასზე ხუთეულში უნდა შევიდეთ“. - განაცხადა გუნდის მენეჯერმა ფრანც ტოსტმა ლურჯი AT01-ს პრეზენტაციაზე ზალცბურგში.

„ჰონდას“ ძრავიანმა „ტორო როსომ“ წინა სეზონში, რუსი დანილ კვიატის და ფრანგი პიერ გასლის შემადგენლობით, კონტრუქტორების თასში მეექვსე ადგილი დაიკავა.  2019 წელს პოდიუმზე ასვლა გუნდის ორივე პილოტმა შეძლო.  

 AlphaTauri  Red Bull-ის მიერ 2016 წელს დაარსებული მოდის ბრენდია. გუნდი რბოლებში „ტორო როსოს“ სახელით 2006 წლიდან მონაწილეობდა და ისეთი ტალანტები ჰყავს წარმატებამდე მიყვანილი, როგორებიც 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი გერმანელი სებასტიან ფეტელი, ავსტრალიელი დენიელ რიკიარდო და ჰოლანდიელი მაქს ფერშტაპენი არიან.

 „ვფიქრობ AlphaTauri ფანტასტიკური პროექტია... ახალი თავგადასავალი“. - ამბობს პიერ გასლი.

,,ეს ნამდვილად „ტორო როსოს“ ისტორიის დასასრულია და ჩემთვის ემოციურიცაა, რადგან მან მე ფორმულა 1-ში მომიყვანა, მაგრამ AlphaTauri-სთან ერთად ახალი თავი იწყება”. -  ამბობს გუნდის რუსი პილოტი.

კომენტატორებს გუნდის ახალმა სახელმა შეიძლება საქმე გაურთულოს, რადგან ტრასაზე „ალფა რომეოცაა“, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ 2011 წელს ფორმულა 1-ში ორი გუნდი გამოდიოდა „ლოტუსის“ სახელით და „რენოს“ ძრავებით (Lotus Renault GP და Team Lotus), ეს გაცილებით ნაკლები სირთულის პრობლემაა.

მსგავსი სიახლეები