„კოვბოი“ გერმანიიდან: Ruf Rodeo Concept
Aa
Aa

„კოვბოი“ გერმანიიდან: Ruf Rodeo Concept

ეს თითქოს და უდაბნოს დასაძლევად აღჭურვილი „პორშე“ „რუფის“ კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარია.

მისი ოფიციალური პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე უნდა შემდგარიყო. Ruf Rodeo Concept გერმანული ავტომწარმოებლის ტრასაზე ორინტირებულ პროდუქტს ქანთრის სტილს მატებს.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანა შესაძლოა „პორშეს’ პარიზ-დაკარ რალის მანქანას გაგონებთ, მისი შთაგონება ბევერლი ჰილზის Rodeo Drive Concours d’Elegance იყო.

დიზაინი კომპანიის დამაარსებელი ალოის რუფის მეუღლეს ესტონია რუფს ეკუთვნის. RUF Rodeo Concept-ის დიზაინში ამერიკის შეერთებული შტატების შუა-დასავლეთის სტილი იკვეთება. გასაკვირიც არაა, რადგან წყვილმა მანდ საკმაოდ დიდი დრო გაატარა.

Rodeo არც მორთული 911-ია. მისი საფარის ქვეშ კარბონის შასია. აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ატმოსფერული „ბოქსერის“ 6-ცილინდრიანი ძრავით.  

როგორც მის არასაგზაო შეხედულებას შეეფერება, „როდეო“ 4x4 სისტემითაა აღჭურვილი, უფრო დიდი საბურავები და გრძელი განშლადობის დაკიდება აქვს.

კორონავირუსის გამო, ამ მანქანის ავტოშოუზე პრემიერა ვერ შედგა, თუმცა მან საზოგადოების აღფრთოვანება მაინც მოახერხა. 

 

მსგავსი სიახლეები