Liberty Walk-მა 2021 წლის Toyota Supra აღჭურვა
დიდი ფრთები და უზარმაზარი დიფუზორი - Liberty Walk-მა Supra აღჭურვა.
იაპონური Liberty Walk-ი ავტომობილების ექსტერიერის განახლებითა და აგრესიული დიდი ფრთებითაა ცნობილი. ახალი Toyota Supra-ს განახლებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ექსტერიერის ახალი აღჭურვილობა წინა სპლიტერს და მასიურ ფრთებს მოიცავს. უკანა მხარეს უზარმაზარი დიფუზორი და გიგანტური ფრთაა. მაყუჩის მილები შესანიშნავად გამოიყურება. მთლიანობაში, Supra-ს, როგორც სურათებიდან ჩანს, დახვეწილი და აგრესიული შეხედულება აქვს.
Liberty Walk-ი მრავალფეროვნებას გვთავაზობს. მინაპლასტიკის აჭურვილობა $14,850 ღირს, კარბონის კი $15,950. კაპოტის საჰაეროების განახლებისთვის მინაპლასტიკის შემთხვევაში $17,930 დაგიჯდებათ, კარბონის შემთხვევაში კი $19,030. ნაწილების არჩევა სურვილის მიხედვით ცალკეც შეიძლება.
2021 წლის Supra-ს 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 382 ცხენის ძალასა და 499ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 4 წამში აღწევს. ავტომობილს დაკიდების სისტემაც და დიფერენციალიც განახლებული აქვს. სალონში 6.5-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 8.8-ინჩიანით ჩაანაცვლეს.