კეთილმა სამარიტელმა უცხო ადამიანის Mazda RX-7 დატბორვისგან იხსნა
Aa
Aa

კეთილმა სამარიტელმა უცხო ადამიანის Mazda RX-7 დატბორვისგან იხსნა

კეთილი სამარიტელი მანქანის მფლობელს Mazda RX-7-ის ტროპიკული შტორმისგან გადარჩენაში დაეხმარა.

ახალი ამბავი Facebook ჯგუფში გამოქვეყნდა და მთელს ინტერნეტსივრცეში მალევე გავრცელდა. მანქანა მისისიპიში ერთ-ერთ ავტოფარეხში იდგა. მფლობელის ძმამ მოდიფიცირებული RX-7 და მისი Ferrari 360 წვიმისგან დასაცავად ავტოფარეხში დააყენა. არ ელოდებოდნენ, რომ შტორმი ასეთი ძლიერი იქნებოდა.

როცა ავტოფარეხში წყალმა დაგროვება დაიწყო, ძმები Ferrari-ს წასაყვანად მისაბმელით დაბრუნდნენ. ისინი ცდილობდნენ Mazda რამეზე დაეყენებინათ და წყლისგან დაეცვათ, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგო იყო. მფლობელს სადაზღვეო შტორმისგან მანქანისთვის მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებდა. სწორედ მაშინ, ოუენსი გამოჩნდა და ძმებს დაეხმარა.

ოუენსმა მანქანის შესახებ Facebook პოსტიდან შეიტყო. მაშინვე აიღო ამწევი, ჩაჯდა თავის სატვირთოში, სამშენებლო მაღაზიაში აგურები იყიდა და მანქანის გადასარჩენად გაემართა ისე, რომ არც იცოდა ვინ იყო მისი მფლობელი.

როცა მივიდა, იქ მფლობელი დახვდა. ოუენსმა მას დახმარება შესთავაზა. Mazda აგურებზე შეაყენეს და ასე გადაურჩა დატბორვას. ოუენსი და მისი მეგობარი ძმებს Ferrari-ს მისაბმელზე აყვანაშიც დაეხმარნენ.


ბევრი ადამიანისთვის ოუენსი გმირი გახდა. მის მიმართ წარმოთქმული დადებთი სიტყვების შემდეგ მან თქვა, რომ ეს სიტყვები სასიამოვნო იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავისი მანქანების მიმართაც იმავეს ელის.

მსგავსი სიახლეები