Mercedes-Maybach S650 Night Edition-ი ფუფუნების ახალი ეტალონია
Maybach-მა ავტომობილში ფუფუნების თამასა ასწია.
მათზე, ვინც Mercedes-AMG S65 Final Edition-ის ყიდვა ვერ მოასწრო, Maybach-მა იზრუნა. S650 Night Edition ფუფუნების ნამდვილი ეტალონია. ეს მანქანა ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. მხოლოდ 15 ეგზემპლარად აიწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ Final Edition-ზე კიდევ უფრო იშვიათი იქნება.
ამ ავტომობილს ტვინ-ტურბო 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს. მას 621 ცხენის ძალა აქვს და 0-96კმ/სთ-მდე 4.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდული 250კმ/სთ-ია.
მართალია, ამ მაჩვენებლებით AMG S65-ს ვერ შეედრება, მაგრამ ამ წონის მანქანისთვის მაინც შთამბეჭდავია. ამ ავტომობილს ყველა მახასიათებელი აქვს, რაც ზოგადად Maybach-ის სედანს შეეფერება.
უკანაწამყვანი V12-ის მართვის ცდუნებას თუ გაუძლებთ, უკანა სავარძლები მრავალგვარად ადაპტირებადი და წარმოუდგენლად კომფორტული დაგხვდებათ. საჭე ტყავითაა შეფუთული და არა მხოლოდ საჭე... საითაც გაიხედავთ, ყველგან ტყავის საფარს დაინახავთ.
2020 წლის Mercedes-Maybach S650 Night Edition-ს ფუნქციებთან, ხარისხთან და მაჩვენებლებთან შესაფერისი ფასიც აქვს - დაახლოებით $242,950.