Land Rover ახალი Defender-ით კონკურენტების წინააღმდეგ იბრძოლებს
Aa
Aa

Land Rover ახალი Defender-ით კონკურენტების წინააღმდეგ იბრძოლებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Land Rover ახალი Defender-ის უფრო მცირე ზომის ვერსიის გამოშვებას აპირებს.

აშკარაა, რომ კომპანია ამ ეტაპზე სხვა პოპულარულ ბრენდებს მცირე ზომის კროსოვერების წარმოებაში ჩამორჩება.ახალი „დეფენდერი“ Mercedes-Benz GLA-Class და BMW X1-ის კონკურენტი იქნება.

ეს ავტომობილი Land Rover-ის ტრადიციულ ალუმინის შედარებით მცირე ზომის პლატფორმაზე იქნება აგებული. ექსტერიერი ისევ „დეფენდერის" ოჯახის სტილში იქნება გადაწყვეტილი. 5-კარიანი მოდელი მოსალოდნელია .

ახალ კროსოვერს Land Rover 80 ერქმევა. ფასი დაახლოებით  $32,123 იქნება. ძრავების არჩევანი ჰიბრიდის 3-ცილინდრიან ან ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანს მოიცავს. ახალი „დეფენდერი“ 4x4 ვერსიითაც იქნება.  

„ლენდ როვერი“  სავარძლების 3-მწკრივიან ვერსიასაც მოიაზრებს. კომპანიამ უარი თქვა პიკაპ ვარიანტზე, რადგან, მათი აზრით, ამ ტიპისთვის დამახასიათებელი საბარგული ტვირთისთვის ადგილის მომატების საჭირო განახლება ვერ იქნებოდა. ამ იდეაზე კომპანიას უარი ალუმინის ბაზამაც ათქმევინა.

რამდენად გაუწევს ახალი „დეფენდერი“ სხვა უკვე პოპულარულ მცირე კროსოვერებს კონკურენციას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები