2021 წლის Skoda Octavia Scout უნივერსალი სუვის ალტერნატივაა
Octavia Scout-ი თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილია.
RS-ის დებიუტი წლის დასაწყისში შედგა. ახლა კი Skoda Octavia-ს ხაზის შევსებას Scout მოდელით აპირებს. ის, როგორც მისი წინაპრები, უნივერსალი იქნება, იმ განსხვავებით, რომ უფრო მაღალ კლირენს შემოგვთავაზებს. გზის ზედაპირიდან 15 მილიმეტრით უფრო მაღლაა.
AWD Octavia Scout-ის ვერსიებს წინაწამყვანი ვერსიაც დაემატება. ის შედარებით იაფი ეღირება. ძრავის არჩევანი ფართოა. დაწყებული 1.5 TSI ბენზინის ძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, დასრულებული 2.0 TDI დიზელის 115-ცხენისძალიანი ძრავით. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკურია.
Skoda მაილდ ჰიბრიდულ ვერსიასაც გვთავაზობს. ამ შემთხვევაში თქვენ 7-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს მიიღებთ. თუ მეტი ძალა გნებავთ, მაშინ 2.0 TSI თქვენთვისაა. ის 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2.0 TDI EVO-ს დებიუტი კი 200 ცხენის ძალით და 400ნმ-ით შედგება. ბენზინის და დიზელის ვერსიაც AWD-ა. დიზელის ვერსიას 2 000 კგ-ს ბუქსირება შეუძლია.
ეს ავტომობილი Octavia Combi-ზეა დაფუძნებული. 16 მილიმეტრით უფრო გრძელი და 15 მილიმეტრით უფრო ფართოა. საბარგულის მოცულობა - 640 ლიტრი. ექსტერიერის დეტალები ალუმინის და პლასტმასიაა. სტანდარტული 18-იანი დისკების ჩანაცველბა არჩევითი 19-იანითაა შესაძლებელი.
ცვლილებები მანქანის სალონშიცაა. სავარძლები ამ მოდელისთვის ექსკლუზიურია. მონაცემთა დაფის გარშემო ხის იმიტაციაა. ყავისფერი დეტალები ინტერიერის სხვა ნაწილებზეცაა. ცენტრალურ კონსოლსა და სახელურებზე ქრომის დეტალებია გამოყენებული.
ბაზარზე წლის ბოლოს უნდა ველოდოთ. ამ მანქანისთვის ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია სტანდარტული იქნება. მაგალითად, გათბობადი ელექტრო სარკეები, LED მაშუქები, 10-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი და ა.შ.
ამ დროისთვის, სულ ესაა, რაც ვიცით. მეტ ინფორმაციას ამ ავტომობილის შესახებ ივლისში უნდა ველოდოთ.