სედანი 700 ცხენის ძალით: ABT-მ Audi S8 გააუმჯობესა
Aa
Aa

სედანი 700 ცხენის ძალით: ABT-მ Audi S8 გააუმჯობესა

ამ ზომის და წონის ავტომობილისთვის მისი მონაცემები შთამბეჭდავია!

Audi-ს კარგად ესმის, რომ დღეს სუვები ძალიან პოპულარულია და ცდილობს მათი წარმოება გააფართოვოს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა RS Q3 / RS Q3 Sportback, SQ7, SQ8 / RS Q8 და სხვა მოდელები უკვე გამოუშვა. Audi-ს ისიც არ ავიწყდება, რომ სედანების სეგმენტში უდიდესი კონკურენციაა და ტრადიციებს არ ღალატობს.  

დღეს ყველაზე „ცხელი“ სედანი კომპანიისგან არის S8. ის ფუფუნებასა და სიმძლავრეს აერთიანებს. ტვინ-ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 571 ცხენის ძალას და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. თუმცა, ეს გერმანული ტიუნინ ატელიე ABT-სთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ S8 გააძლიერეს.

შედეგად, სუპერ სედანს 700 ცხენის ძალა და 880ნმ აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 3.4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 270კმ/სთ. მანქანის წონა 2,230 კილოგრამია. ასეთი წონის ავტომობილისთვის ეს მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. 

 

ABT-მ, გარდა ძრავის გაძლიერებისა, ავტომობილის 21-იანი ალუმინის შენადნობის დისკები დაუმატა. უკანა ფრთა კარბონისაა. ეს გარეგნული ცვლილებები ძირითადად იმის ხაზგასმას ემსახურება, რომ ეს ABT-ა და არა უბრალოდ S8.  

Audi-ს ჯერ არ განუცხადებია აპირებს თუ არა S8 Plus-ის წარმოებას. მანამდე კი ABT მის ალტერნატივას გვთავაზობს.

მსგავსი სიახლეები