სასარგებლო ინფო, მოჭიდების კონტროლი, სტაბილურობის კონტროლი
Aa
Aa

რა განსხვავებაა მოჭიდების კონტროლსა და სტაბილურობის კონტროლს შორის?

რით განსხვავება მოჭიდების კოტროლი და სტაბილურობის კონტროლი ერთმანეთისგან? მარტივად რომ ვთქვათ, სტაბილურობის კონტროლი გაუმჯობესებული მოჭიდების კონტროლია და მეტი შესაძლებლობები აქვს.

ABS სისტემა პირველად 1971 წელს Imperial-ში გამოჩნდა. იმავე წელს Buick Riviera -მ MaxTrac წარმოგვიდგინა. ეს იყო მოჭიდების კონტროლის პრიმიტიული სისტემა, მუხრუჭების გამოყენების გარეშე, რომელიც ზედმეტი ბრუნის შემჩნევის შემთხვევაში, სანამ წინა და უკანა ბორბლების ბრუნი არ გათანაბრდებოდა, ძრავში, კერძოდ წვის კამერაში აფეთქებას აჩერებდა. თუმცა, კარბურატორში საწვავის მიწოდება არ მცირდებოდა და ამის გამო ავტომობილი მაყუჩიდან ცეცხლს ისროდა.

სტაბილურობის კონტროლის დებიუტი 1990 წელს იაპონურ ბაზარზე Mitsubishi Diamante-ში შედგა. თანამედროვე მოჭიდების კონტროლის მსგავსი სისტემა Bosch-მა Mercedes-თან ერთად 1995 წლის Mercedes-Benz S600 კუპესთვის განავითარა.

რა არის მოჭიდების კონტროლი?

ეს უსაფრთხოების სისტემა იმისთვის შეიქმნა, რომ გზის ნებისმიერ ზედაპირზე თვლის ბრუნვა გაეზომა და შემდეგ ის ABS-ის ჰიდრავლიკური სოლენოიდების საშუალებით გაეკონტროლებინა. მბრუნავი ბორბლის შესანელებლად საწვავის მიწოდების ან ძრავში აალების კონტროლს იყენებს. ამ სისტემის გამორთვა შესაძლებელია. როგორც წესი, ამ ღილაკს TC ან TCL აწერია. თუ თქვენს მანქანას მოჭიდების კონტროლიც და სტაბილურობის კონტროლიც აქვს, მაშინ ისინი ერთი და იმავე ღილაკით კონტროლდება. ამ შემთხვევაში ღილაკზე ESC ან VSC ეწერება.

 რა არის სტაბილურობის კონტროლი?

თანამედროვე სტაბილურობის კონტროლს, გარდა იმისა, რომ აერთიანებს მოჭიდების კონტროლსა და ABS სისტემას, დამატებითი სენსორებიც აქვს. მათ შორისაა საჭის პოზიციის კონტროლი, რათა სისტემამ მძღოლის მოძრაობის ტრაექტორია და სიჩქარე გათვალოს. სენსორი ზომავს, თუ რამდენად ბრუნავს ავტომობილი თავისი ვერტიკალური ღერძის გარშემო. აქსელერომეტრი განივ და გრძივ აჩქარებას ადგენს. სენსორებით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, უფრო ძლიერი კომპიუტერი მონაცემებს მძღოლის ქმედებებს ადარებს. თუ მონაცემები და მძღოლის ქმედება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაშინ კომპიუტერი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების და მძღოლის ქმედების დასამთხვევად, მუხრუჭებს ავტომატურად იყენებს.

 როგორ მუშაობს ABS, მოჭიდების კონტროლი და სტაბილურობის კონტროლი ერთად?

სისტემები სრულიად ინტეგრირებულია. სტაბილურიბის ან მოჭიდების კონტროლის ABS სისტემის გარეშე ქონა შეუძლებელია. ABS სისტემა არეგულირებს თვლის ბრუნვას და მანქანას ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს. ზოგიერთ ავტომობილს ამ სისტემის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობა აქვს. მოჭიდების კონტროლის გამორთვის ღილაკი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სტაბილურობის კონტროლის. როგორც უკვე აღვინშნეთ, თუ ავტომობილს მოჭიდების და სტაბილურობის კონტროლი ორივე ერთად აქვს, მაშინ მათ გამორთვის საერთო ღილაკი აქვს.

როდის უნდა გამოვრთო მოჭიდების კონტროლი?

თუ თქვენ ნორმალური ზომის ავტომობილით ხართ და თოვლში ან ტალახში გაიჭედეთ, რადგან თქვენი სისტემა ძალას ზედმეტი ბრუნის დადგენისთანავე კლავს, მაშინ მოჭიდების კონტროლის გამორთვა სწორი არჩევანია.

როდის უნდა გამოვრთო სტაბილურობის კონტროლი?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ გზებზე არ მოძრაობთ. თუ ამისთვის შესაფერის ადგილებში თქვენი მანქანის შესაძლებლობების ბოლომდე გამოცდა გინდათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეს სისტემა გამორთოთ. თუმცა, ამის გაკეთება რეკომენდირებული არასდროსაა. სწორედ ამიტომ, ამ სისტემის გამორთვის ღილაკი ყოველთვის ძნელად მისაგნებია.

 

ავტომწარმოებლების მიხედვით სტაბილურობის კონტროლის სისტემის სახელი განსხვავდება. სტატიის ბოლოს ამ სახელებს გთავაზობთ.

მწარმოებელი

სტაბილურობის კონტროლის სისტემის სახელები

Acura

Vehicle Stability Assist (VSA)

Audi

Electronic Stability Program (ESP)

BMW

Dynamic Stability Control (DSC)

Cadillac

StabiliTrak

Chevrolet

Active Handling (cars); StabiliTrak (SUVs)

Chrysler

Electronic Stability Program (ESP)

Dodge

Electronic Stability Program (ESP)

Ford

AdvanceTrac

Honda

Vehicle Stability Assist (VSA)

Hyundai

Electronic Stability Program (ESP)

Infiniti

Vehicle Dynamic Control (VDC)

Jaguar

Dynamic Stability Control (DSC)

Jeep

Electronic Stability Program (ESP)

Kia

Electronic Stability Program (ESP)

Land Rover

Dynamic Stability Control (DSC)

Lexus

Vehicle Stability Control (VSC)

Lincoln

AdvanceTrac

Mazda

Dynamic Stability Control (DSC)

Mercedes-Benz

Electronic Stability Program (ESP)

Mini

Dynamic Stability Control (DSC)

Mitsubishi

Mitsubishi Active Skid and Traction Control System (M-ASTC)

Nissan

Vehicle Dynamic Control (VDC)

Porsche

Porsche Stability Management (PSM)

Subaru

Vehicle Dynamics Control (VDC)

Suzuki

Electronic Stability Program (ESP)

Toyota

Vehicle Stability Control (VSC)

Volkswagen

Electronic Stability Program (ESP)

Volvo

Dynamic Stability Traction Control (DSTC)

 

მსგავსი სიახლეები