Lamborghini Sian FKP 37-ს ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია
Aa
Aa

Lamborghini Sian FKP 37-ს ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია

Lambo-ს პირველ ჰიბრიდს შესაძლოა სახურავი მოხსნან.  

Sian FKP 37 V12 შუაძრავიანი მონსტრია. ის არის Lamborghini-სთვის პირველი წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილი. ამასთანავე ყველაზე ძლიერიც.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელექტრო სპორტულ კუპეს მომავალში სახურავს მოხსნიან.

ამ მანქანაზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, უკვე ყველა ეგზემპლარი გაყიდულია. ზუსტად რამდენი ეგზემპლარია, ესეც არ არის ცნობილი. ერთი რამ კი ცხადია: კომპანიას უნდა ეს მოდელი ექსკლუზიური იყოს. Sian FKP 37 როდსტერის ფასი დაახლოებით $3.6 მილიონია.  

კომპანიაში ამბობენ, რომ 819-ცხენისძალიან ავტომობილს მალე სახურავს მოხსნიან.  თუმცა, როდის მოხდება ეს ჯერ ცნობილი არ არის. Aventador-ის შემთხვევაში ამ გეგმამ გაამართლა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილი Lamborghini Squadra Corse ამ ზაფხულს გამოვა.

Aventador-ი 2024 წლამდე დარჩება. შემდეგ კი მისი ჩანაცვლება Terzo Millennio-თი იგეგმება. ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავას ელექტრო მოტორიც თუ დაემატება, მაშინ წარმოუდგენელ ძალას მივიღებთ.

Aventador-ის გარდა, Huracan-ი STO ვერსიას მიიღებს. ეს მოდელი ყველაზე ახლოს Huracan Super Trofeo-სთან იქნება. მალე Urus ST-X-ის გამოსვლასაც უნდა ველოდოთ. Urus-ს ჰიბრიდული ვერსიაც დაემატება.

 

მსგავსი სიახლეები