სასარგებლო ინფო, რჩევები, ავტომობილი, სიცხე, ჰაერის ფილტრი, აკუმულატორი
Aa
Aa

8 რჩევა, როგორ დავეხმაროთ ავტომობილს სიცხის დაძლევაში

როცა ზაფხული მოდის ავტომობილების მფლობელებს ახალი პრობლემები უჩნდებათ. სიცხეს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია არა მხოლოდ ადამიანებსა და ცხოველებზე, არამედ ავტომობილებზეც. როცა ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებს, მანქანის ნაწილები ამ დროს ნამდვილ გამოცდას გადის.

იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილი მსგავს სიცხეს კარგად გაუმკლავდეს, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ძრავის გამაგრილებელი

ძრავის გამაგრილებელი სითხე სიცხის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მთავარი იარაღია. როგორც სახელიდანაც ჩანს, ის ძრავის გაგრილებაზეა პასუხისმგებელი. თუ ავტომობილს ეს სითხე აკლია, მაშინ თქვენი ძრავის გადახურების ძალიან დიდი შანსია. ზაფხულის სიცხეში გამაგრილებელის შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ სითხე ოპტიმალურ დონეზეა. სახლის პირობებში მისი შევსება 50/50 ანტიფრიზითა და წყლით შეგიძლიათ. სანამ ძრავა ცხელია, რადიატორის ხუფი და სითხის ავზის თავსახური არ გახსნათ,  მაღალმა წნევამ და ადუღებულმა წყალმა შესაძლოა სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს.

სითხეების შემოწმება

ძრავის ზეთი და საქარე მინის საწმენდი სითხე ძრავის გაპოხვასა და შუშების გაწმენდაზეა პასუხისმგებელი. ზეთის დონის შესამოწმებლად საზომი ლარტყა გამოიყენეთ. დარწმუნდით, რომ ზეთი საჭირო დონეზეა. შუშების საწმენდად საჭირო სითხის შევსება ძალიან მარტვია. გამოიყენეთ წყლისა და შამპუნის ნარევი.

საბურავებში წნევა

სიცხე საბურავებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. საბურავებში წნევა ყოველ მომატებულ 6 გრადუსზე  0,07 ან 0,14 კგ/ სმ-ით იმატებს. ზემდეტად დაბერილ საბურავს შესაძლოა ბზარები გაუჩნდეს. შეამოწმეთ საბურავები და დარწმუნდით, რომ ისინი კარგ მდგომარეობაშია. მათში წნევა ავტომწარმოებლის რეკომენდირებულს უნდა შეესაბამებოდეს.

საღებავი

მანქანის საღებავი მზის სხივებთან პირდაპირ კონტაქტშია. ცვილის პასტა მას ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საღებავმა ფერი დაკარგოს ან ბზარები გაუჩნდეს. ამ ყველაფრის არიდების გზა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ავტოფარეხში ან ჩრდილში მანქანის გაჩერებაა.

კონდიციონერი

თუ თქვენს მანქანას კონფიციონერი აქვს, შეგიძლიათ სიცხეზე იმდენად აღარ იდარდოთ. ის ცხელი ზაფხულის გადაგორებაში დაგეხმარებათ. როგორც წესი, თუ სისტემა გამართულად მუშაობს, მაშინ ჰაერი სწრაფად უნდა გააგრილოს. თუ ასე არ ხდება, ამის გამომწვევი მიზეზი ხშირად ფრეონის ნაკლებობაა.

 

აკუმულატორი

დიდი სიცხე აკუმულატორში ქიმიურ პროცესებს იწვევს. სიცხე ბატარეის „სიცოცხლეს“ ამცირებს. შეამოწმეთ ყველაფერი, რაც მას უერთდება. გაითვალისწინეთ, რომ აკუმულატორის შემოწმება თქვენი და ავტომობილის უსაფრთხოებისთვის ხშირადაა საჭირო.

თუ აკუმულატორის ვოლტაჟი 12 ვოლტზე ან მაღლა არაა, მაშინ ის ეფექტურად ვეღარ იმუშავებს და გამოცვლაა საჭირო.

ჰაერის ფილტრები

ჭუჭყიანი ან ბლოკირებული ჰაერის ფილტრები ძრავის ეფექტურობას ამცირებს. თუ შემოწმებისას შეამჩნევთ, რომ ზედმეტად ჭუჭყიანია, მაშინ მისი გამოცვლა აუცილებელია. ზოგადად კი ფილტრების გამოცვლა ყოველ 5 თვეში ერთხელაა რეკომენდირებული. 

საწმენდები

დაზიანებულმა საწმენდებმა შესაძლოა ისე არ გაწმინდოს მინა, როგორ საჭიროა და ამგვარად გზის ხილვადობა შემცირდება. ცხელ, მშრალ ზაფხულში შესაძლოა მტვრის ნაწილაკები საწმენდებს მიეკრას და გაწმენდის დროს მინა დაკაწროს. გაასუფთავეთ საწმენდები ყოველ დღე.

იმედია, ეს რჩევები ზაფხულის პერიოდში თქვენი ავტომობილის საუკეთესო მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამაზე არა მხოლოდ ავტომობილის, არამედ თქვენი უსაფრთხოებაცაა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები