2020 წლის Chevy Corvette C8-მ საუკეთესო ინტერიერის ნომინაციაში გაიმარჯვა
დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი Corvette-ს განვითარებაში.
Chevy Corvette ბევრი რამის გამოა პოპულარული, თუმცა, ინტერიერი ამ სიაში არასდროს ყოფილა. 2020 წლისთვის დიზაინერებმა C8-ს ინტერიერი განაახლეს. შედეგად, მეტი სივრცე და უფრო კომფორტული სალონი მიიღეს. Wards Auto-ს ეს არ გამორჩენია და 10 საუკეთესო ინტერიერის ნომინაციაში გამარჯვებულად C8 დაასახელა.
50 წელზე მეტის განმავლობაში, Chevy ტექნიკური მაჩვენებლების მხრივ იტალიურ და გერმანულ ავტომწარმოებლებს დიდ კონკურენციას უწევდა, ინტერიერის ასპექტში კი საგრძნობლად ჩამორჩებოდა. პლასტმასის ნაწილები გაქრა. მისი ადგილი მაღალი ხარისხის მატერიამ დაიკავა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ჯეიმს ემენდმა ამ ავტომობილს „ყველა დროის ყველაზე კომფორტული Corvette“ უწოდა.
გარდა იმისა, რომ ტყავის ინტერიერი კარგად გამოიყურება, Chevy ფერების ფართო არჩევანსაც გვთავაზობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ინტერიერის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
Chevy-მ Corvette-ს $60,000-ზე დაბალი ფასი მიანიჭა. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ინტერიერით მანქანის ფასი ბევრად მაღალია. Wards-ის Corvette-ს ფასი $78,820-ია. სალონში კარბონის მეტი დეტალია გამოყენებული. 3LT Premium Equipment პაკეტი კი დამატებით $12,000 ღირს.
ამ სიაში C8-ს ხილვა ნამდვილად სასიამოვნო იყო. ის ავტომწარმოებლის მომავალი მოდელების ხედვაა. ახალი ინტერიერით Corvette-მ კონკურენტებთან სხვაობა შეამცირა და, შეიძლება ითქვას, რომ გაუტოლდა კიდეც.