Mazda-მ 2021 წლისთვის BT-50 პიკაპი განაახლა
კარგი გარეგნობის პიკაპი კომფორტული სალონით.
Mazda-მ, როგორც იქნა, BT-50 პიკაპი განაახლა. Mazda Australia-მ მესამე თაობის სატვირთოს პრეზენტაცია ონლაინ სივრცეში გამართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 2021 წლის Mazda BT-50-ს მარკის Kodo დიზაინის ენა აქვს, რაც მას მის მონათესავე კროსოვერ Mazda CX-9-ს ამსგავსებს. ახალი BT-50 ერთროულად პრაქტიკულიცაა და კომფორტულიც.
მთავარი განახლება ისაა, რომ BT-50 ახლა Isuzu-ს პლატფორმაზეა. კონკრეტულად კი Isuzu D-Max-ზეა დაფუძნებული. 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა 188 ცხენის ძალასა და 450ნმ-ს გამოიმუშავებს.
6-სიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. 4x4 ან 4x2 სისტემის არჩევა შესაძლებელია. ნაკლებად ძლიერი ძრავაც ხელმისაწვდომი იქნება. გაყიდვაში კი წლის ბოლოს ჩაეშვება.
2021 წლის Mazda BT-50 Isuzu D-Max-თან 9-ინჩიან საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანსაც იზიარებს. სალონის დიზაინი კი მთლიანად Mazda-ს შემოქმედებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ.
Mazda-ს პიკაპის ფასი ჯერ არ გამოუცხადებია. არც ის ვიცით გამოჩნდება თუ არა, ავსტრალიის ბაზრის გარდა, BT-50 სხვა ბაზრებზეც. ტაილანდში ის D-Max-თან ერთად აიწყობა.