კორონავირუსს „ფერარიც“ დანებდა: ქარხნები დროებით იხურება
Aa
Aa

კორონავირუსს „ფერარიც“ დანებდა: ქარხნები დროებით იხურება

რამდენიმე დღის წინ „ფერარიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათი ქარხანა მარანელოში  მუშაობას აგრძელებდა. თუმცა, COVID-19 ვირუსით გართულებული მდგომარეობის გამო, „ფერარიმ“ გადაწყვიტა თავისი ქარხნები იტალიაში ორი კვირით დახუროს.

მას შემდეგ, რაც „მაკლარენის“ ერთ-ერთ სპეციალისტს კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიის გრან პრი გაუქმნდა. გადაიდო ბაჰრეინისა და ვიეტნამის გრან პრი. პირველი რბოლის ჩატარებას ჰოლანდიაში გეგმავენ, სადაც ბოლოს 1985 წელს ჩატარდა გრან პრი, თუმცა,  ეს რბოლაც ეჭვის ქვეშაა.

იტალია წითელ ზონად  გამოცხადდა, თუმცა, ფერარის ქარხნები წესების დაცვით აგრძელებდნენ მუშაობას. იტალიური ავტომწარმოებლის განცხადებით, მათ მარაგების მოწოდების პრობლემა შეექმნათ და ამიტომ მუშაობის დროებით შეჩერება მოუწევთ.

სკუდერია ამბობს, რომ სხვა ყველა არა წარმოებასთან დაკავშირებული საქმნიანობა გაგრძელდება იმ თანამშრომლების მიერ, რომლებსაც სახლიდან მუშაობაც შეუძლიათ.

მათთვის სამწუხაროდ, სხვა არც ერთ ფორმულა 1-ს გუნდს მუშაობა ჯერ არ შეუწყვეტია. 2 კვირა ფორმულას სამყაროში ძალიან ბევრია. იმ დროს, როცა სკუდერია ვერ მუშაობს, სხვა გუნდები მანქანის განვითარებას აგრძელებენ და ეს „ფერარის“ გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

მსგავსი სიახლეები