გამოცდილი და დახვეწილი: 2020 წლის Mercedes-Benz SLC-Class
Aa
Aa

გამოცდილი და დახვეწილი: 2020 წლის Mercedes-Benz SLC-Class

როცა ადამიანები მდიდრულ როდსტერზე ფიქრობენ, ისინი საკუთარ თავებს ამ ავტომობილში ზღვის სანაპიროზე სეირნობისას წარმოიდგენენ.2020 წლის Mercedes-Benz SLC-class ამ წარმოსახვაში იდეალურად ჯდება. არა მხოლოდ ავტომობილის დიზაინია მომხიბლავი, მისი მართვის დინამიკაც შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. Mercedes-მა ეს პატარა კაბრიოლეტი მძღოლის დამხმარე სისტემებით აღჭურვა. მანქანის მთავარი უარყოფითი მხარე სალონში სივრცის ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, მას ბევრი ისეთი რამ აქვს, რაც მის ფლობას სასიამოვნოს ხდის.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

ეს ამ მანქანის წარმოების ბოლო წელია. ამისთვის ხაზგასასმელად Mercedes-მა SLC-class-ს Final Edition პაკეტი დაუმატა. ინტერიერისა და ექსტერიერის უნიკალური დეტალები და მცირედი განახლებები აქვს. 

ფასი

  • SLC300: $50,945

ეს ავტომობილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე SL-Class. SLC300-ს უამრავი სტანდარტული ფუნქცია აქვს. პატარა კაბრიოლეტი 17-იან დისკებზეა. მას ელექტრონულად დასახური ხისტი სახურავი, წვიმაზე მგრძნობიარე საქარე მინის საწმენდები, დაკეცვადი გვერდითა სარკეები, ადაპტირებადი სავარძლები და მოძრავი საჭე აქვს. სალონში ტყავია გამოყენებული. Bluetooth-ი და ნავიგაციის სისტემა სტანდარტულია. ყველა მოდელს საავარიო დამუხრუჭების სისტემა და უხილავი წერტილის მონიტორინგი აქვს.  

ძრავა

საბაზისო SLC 300-ს 2.0-ლიტრიანი ტურბო-4 ძრავა აქვს. გადაცემათა კოლოფი 9-სიჩქარიანი ავტომატიკაა. ის ძალას უკანა თვლებს გადასცემს. 241 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  0-100კმ/სთ-მდე 5.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ. 

გაძლიერებული ძრავა SLC 43 AMG ტვინ-ტურბოდაბერვის V6 ძრავა 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავა უფრო სწრაფია და ბრძანებებზეც უფრო სწრაფად რეაგირებს. ავტომობილს ხუთი რეჟიმი აქვს: ეკო, კომფორტი, ინდივიდუალური, სპორტი და სპორტ +. ეს პატარა სპორტული ავტომობილია და Dynamic Handling პაკეტი დაკიდების სისტემას, მუხრუჭებს და უკანა დიფერენციალს აუმჯობესებს.

ადაპტური ამორტიზატორების წყალობით, ამ მანქანის მართვის ხარისხი მაღალია. საჭე ზუსტია და ავტომობილიც კარგად დაბალანსებულია. თუმცა, თვლების პატარა ბაზა დიდი დისკებით გარკვეულ უხერხულობას მაინც ქმნის. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დახვეწილია დაკიდების სისტემა. მართალია, AMG ვერსია უფრო ძლიერია, მაგრამ მისი მართვა იმდენად სასიამოვნო არ არის, რამდენადაც სეგმენტში მისი კონკურენტების, მაგალითად, Porsche 718 ან ახალი BMW Z4-ს.

საწვავის მოხმარება

2020 წლის Mercedes-Benz SLC-Class-ის საწვავის ეკონომია პატარა ზომის სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელია.  

EPA-ს შეფასებით, SLC 300 ქალაქში 10.23 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 7.35 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი 8.71 ლიტრს.

SLC 43 AMG თავისი ტვინ-ტურბო V6 ძრავითა და 150 ცხენის ძალის ნამატით ნაკლებად ეკონომიურია. მისი საწვავის მოხმარების მაჩვენებლები 100 კილომეტრზე ასეთია: 11.76 ლიტრი/ 8.11 ლიტრი/ 10.23 ლიტრი.

ექსტერიერი და ინტერიერი

2020 წლის Mercedes-Benz SLC-Class-ის სტილი წლების განმავლობაში სულ უფრო იხვეწება. ავტომწარმოებელი დეტალებს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა და მუდმივად აახლებდა. ამის გამო, 10-ქულიანი შეფასებიდან ამ ავტომობილის დიზაინი 7 ქულას იმსახურებს.  

სპორტული ავტომობილების უმეტესობა დიდი ხანია წარმოებაშია. ზოგი მათგანის შემთხვევაში ახალი თაობის გამოშვება იგეგმება, ზოგი კი არსებობს საერთოდ შეწყვეტს. მათი დიზაინი 2020 წლისთვის მოძველებულია. SLC-Class-მა ამ ფენომენის დამარცხება შეძლო. მისი პროპორციები, LED მაშუქები და ცხაურა მას თანამედროვე შეხედულებას აძლევს.

ექსტერიერისგან განსხვავებით, ინტერიერი ცოტა მოძველებულად გამოიყურება. Mercedes-Benz-ის ხარისხზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით, თუმცა, დიდი სავარძლების და სხვა მატერიის გამო მანქანაში მგზავრებისთვის და ტვირთისთვის სივრცე შეზღუდულია. ინტერიერი 10-ქულიანი შეფასებიდან მხოლოდ 4 ქულას იმსახურებს.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერიერს სიძველე დაეტყო. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი პატარა ზომისაა და სალონში მოსაბეზრებელი ღილაკებია. თუმცა, მთავარი პრობლემა სხვა რამეშია... ამ სეგმენტში სალონში დიდ სივრცეს არც უნდა ველოდოთ, თუმცა, SLC 300-ის ინტერიერი როდსტერის სტანდარტებისთვისაც კი პატარაა. თუ მაღალი ხართ, სანამ ამ მანქანაში ფულს გადაიხდით, კარგად შეამოწმეთ ეტევით თუ ვერა სავარძლებზე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ტყავის სავარძლები ძალიან კომფორტულია. Airscarf სისტემა თავის დასადების უკნიდან კისრის გასათბობად თბილ ჰაერს უშვებს.

ტვირთისთვის სივრცეც შეზღუდულია, ისევე, როგორც სალონში, ასევე საბარგულშიც. როცა, სახურავი ღიაა, საბარგულის მოცულობა 184 ლიტრია. სეგმენტში კონკურენტები უფრო დიდ სივრცეს გვთავაზობს. მაგალითად, Jaguar F-type-ის საბარგულის მოცულობა 206 ლიტრია.  

საინფორმაციო გასართობი სისტემა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მულტიმედია სისტემის ეკრანი მცირე ზომისაა. ის 7-ინჩიანია. მიუხედავად ამისა, ბრძანებებზე კარგად რეაგირებს და თვითონ სისტემა კარგი ხარისხისაა. 8-დინამიკიანი აუდიო სისტემა და CD Player-ი სტანდარტულია. სტანდარტულია ბლუთუზიც. SiriusXM სატელიტური რადიო, Apple CarPlay/Android Auto კი დამატებითი არჩევანია.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები

2020 წლის Mercedes-Benz SLC-class National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია. როდსტერებზე მძღოლის დამხმარე სისტემების რაოდენობა შეზღუდულია ხოლმე, მაგრამ SLC-class-ზე იმავეს ვერ ვიტყვით. ამ ავტომობილს უსაფრთხოების ბევრი სისტემა აქვს. ზოგი მათგანი სტანდარტულია, ზოგიც კი არჩევითი. უსაფრთხოების ძირითადი სისტემებია:

  • სტანდარტული უხილავი წერტილის მონიტორინგი;
  • სტანდარტული ავტომატური დამუხრუჭების სისტემა;
  • ხელმისაწვდომი ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა;
  • ხელმისაწვდომი ადაპტური კრუიზ კონტროლი.

როგორც ხედავთ, ამ ავტომობილს მძღოლის დამხმარე საკმარისი უსაფრთხოების სისტემები აქვს იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი ავტომობილის უსაფრთხოება დაიცვას.

 

დასკვნა

2020 წლისთვის SLC-Class ცოტათი მოძველებულია, მაგრამ ეს ავტომობილის ექსტერიერში არ შეინიშნება. როდსტერის მთავარი უარყოფითი მხარე მისი ინტერიერია. სალონში სივრცე შეზღუდულია. საბარგულის მოცულობითაც სეგმენტში თავის კონკურენტებს ჩამორჩება. საინფორმაციო-გასართობი სისტემაც მოძველებულია. სამაგიეროდ, კონკურენტებზე იაფია და მძღოლის დამხმარე სისტემები უხვად აქვს, რაც როდსტერისთვის არადამახასიათებელია. სანაპიროზე გადახდილი სახურავით სერინობისთვის კი ეს ავტომობილი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

მსგავსი სიახლეები