Aa
Aa

Maserati MC20: იტალიური ლეგენდის აღზევება

MC12 ერთ-ერთი საუკეთესო „მაზერატია“, რომელიც ოდესმე ადამიანს უნახავს, თუმცა მალე ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ MC12  Ferrari Enzo-ს ბაზაზე იყო აწყობილი, ავტომობილი თავისი დიზაინით, ფორმებით და სარბოლო ხასიათით გამოირჩეოდა. MC12-ის ხიბლს ამ ყველაფერთან ერთად შუაში მოთავსებული 630- ცხენისძალიანი V12 ძრავა განაპირობებს.

 „მაზერატიმ“ იტალიური ლეგენდის აღზევებასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმები  წარადგინა. ახალ ფლაგმანურ ავტომობილს MC20 უწოდეს.

MC20 შემდეგნაირად იშიფრება: Maserati Corse 2020. კომპანიის განცხადებით, 2020 მათთვის გარდამტეხი წელია, რადგან მათი ისტორიის ახალი ფაზა იწყება. ჯერჯერობით სურათები ქსელში არსად გავრცელებულა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა იტალიურმა კომპანიამ „მოდენამ“ სატესტო ავტომობილის სურათი ატვირთა, რომელიც, მათი თქმით, 100% „მაზერატია“.

 

დიზაინზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ის, რომ ახალი „მაზერატი“ თავიდან ბოლომდე „მაზერატის“ მიერ შემუშავებული და შექმნილი იქნება, უკვე დამტკიცებული ინფორმაციაა. ახალი M20 აღარ იქნება Ferrari-ის შასიზე აწყობილი.

„მაზერატი“ აცხადებს, რომ MC20 MC12-ის „ბუნებრივი ევოლუცია“ იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძრავის კონფიგურაცია აუცილებლად შეიცვლება. ამაზე დეტალური ინფორმაცია სამომავლოდ გამოქვეყნდება, თუმცა ბოლო პრეს-რელიზზე დაყრდნობით, ახალი ავტომობილი „ტექნოლოგიებით გატენილი“ იქნება და ელექტრო ვერსიაც კი მოსალოდნელია.

კომპანიამ უკვე დაამტკიცა, რომ ანალოგიურად MC12-ის GT1-ის ბოლიდისა, MC20 სარბოლო ვარიანტი იქნება.

„მაზერატი“ აცხადებს, რომ M20 „მოდენაში“ აიწყობა, რაზეც საწარმოს მოდერნიზირებისთვის ჩადებული ინვესტიციების საგრძნობი თანხები მიუთითებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას კი კომპანია მარტში ჟენევას მოტორ შოუს პერიოდში გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები