საიმედო და ეკონომიური: 2019 წლის Toyota RAV4 Hybrid
Aa
Aa

საიმედო და ეკონომიური: 2019 წლის Toyota RAV4 Hybrid

„სრულიად განახლებული“ - ამ ფრაზას დღევანდელ ავტოსამყაროში ხშირად გაიგებთ, თუმცა არც ერთ მანქანას შეეფერება ისე, როგორც 2019 წლის Toyota RAV4 Hybrid-ს. მისი ექსტერიერი ნაკლებად ჰგავს კროსოვერისას და უფრო სუვის სტილს შეეფერება. სპორტულ XSE მოდელზეც კი კლირენსიც უფრო მაღალი აქვს, რომელიც ექსკლუზიურად ჰიბრიდია. ჰიბრიდის ვერსია უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მხოლოდ ბენზინზე მომუშავე RAV4.

RAV4 ჰიბრიდი ფუნდამენტალურად განსხვავებულია. საკმაოდ ეკონომიურია, მგზავრებისთვის ბევრი ადგილი აქვს და ძალიან სანდოა. ფასი $27,700-$35,700 მერყეობს.

 

ძრავა და მართვადობა

RAV4 ჰიბრიდს აქვს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა. ერთი ელექტრო  მოტორი წინა ბორბლებს მართავს, მეორე - უკანას. ყველა სტანდარტული RAV4 4x4 არის. მთლიანი სისტემა 219 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის უფრო სწრაფად ჩქარდება, ვიდრე მთლიანად საწვავზე მომუშავე, რაც „ტოიოტას“  შემთხვევაში იშვიათობაა. 0-100კმ/სთ-ამდე 7.6წამში აღწევს. ქალაქში 100 კილომეტრზე 5.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 6,4 ლიტრს.

RAV4-ს უფრო მყარმა სტრუქტურამ, გადაკეთებულმა დაკიდებამ ეს ახალი კომპაქტური სუვი უფრო მართვადი გახადა, ვიდრე მისი წინამორბედებია. მისი ტარება ისეთივე მხიარულება ვერაა, როგორც Mazda CX-5-ის, თუმცა ბევრ მძღოლს მისი მოხვევის უნარები და საჭის მოძრაობა მოსწონს. XSE მოდელს სპორტული დაკიდება აქვს, რაც გზასთან ჩაჭიდებას აუმჯობესებს. ამ ავტომობილს სპორტულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, თუ გსურთ  მეტი მხიარულება და ამასთან ბევრი საწვავი გენანებათ, RAV4 XSE Hybrid კარგი არჩევანია.  

 ექსტერიერი

ნაზი, მრგვალი ფორმები  გამოკვეთილი გეომეტრიული ფორმებითაა ჩანაცვლებული. უფრო მაღალი კლირენსი აქვს. ცხაურაზე 4Runner-ის გავლენა ეტყობა. საბურავებზე კუთხოვანი თაღები აქვს. ჰიბრიდულ  XSE მოდელს აქვს კონტრასტული სახურავის ფერი. ყინულისფერი ან შავი მეტალიკი. მოჰყვება 17-იანი საბურავები, თუმცა 18-იანი და 19-იანიც ხელმისაწვდომია.

ინტერიერი

თუ ინტერიერი ადრე ბნელი და მოსაწყენი იყო, ახლა ის სრულიად განსხვავებულია და, შეიძლება ითქვას, რომ თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოც. სალონის გასაფორმებლად შედარებით რბილი მატერიაა გამოყენებული. 8-ინჩიანი ეკრანი აქვს, რომელიც აკონტროლებს აუდიო სისტემას, ნავიგაციას და CarPlay-ს. ღილაკები ეკრანის ორივე მხარეს აქვს. დაბლა ხმის და ტემპერატურის დიდი ღილაკებია.  XSE მოდელი აქცენტს ლურჯ ფერზე აკეთებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დადაბლებული სახურავი თავისთვის სივრცეს ამცირებს და ტვირთისთვისაც ნაკლები ადგილია, ვიდრე წინათ. RAV4 შეიძლება ისე მოსახერხებლად აღარ მოგეჩვენოთ, ვიდრე წინათ.

ტექნოლოგიები

2019 წლის Toyota RAV4 Hybrid თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. განახლებები მოიცავს ავტომატურად ჩართვად/გამორთვად წინა მაშუქებს, პანორამულ სახურავს, გათბობად გვერდითა სარკეებს, ორმაგ-ზონიან კლიმატ კონტროლს, SofTex სავარძლებს, გათბობად-გაგრილებად წინა სავარძლებს მეხსიერების კონტროლით. ხელმისაწვდომია კამერა, რომელიც 360-გრადუსიან ხედვას უზრუნველჰყოფს, USB-ის ხუთი პორტი, უხილავი წერტილის მონიტორინგი, უკანა მოძრაობის გაფრთხილება და 8-ინჩიანი ეკრანი, 800 ვატიანი პრემიუმ აუდიო სისტემა.

უსაფრთხოება

ყველა  2019 წლის RAV4 ჰიბრიდს მოყვება: ანტი-ბლოკირების სისტემა, სტაბილურობის კონტროლი, რვა უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის წინა, გვერდითა მგზავრის წინა, გვერდითა „ფარდები“, მძღოლის მუხლთან, მგზავრის ქვედა ბალიში), კამერა, წინა შეჯახების გაფრთხილება, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების აღმოჩენა, ავტომატური დამუხრუჭება, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა.

 შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში თავს ზემოთ სივრცე შემცირდა და ტვირთისთვისაც ნაკლები სივრცეა, 2019 წლის RAV4 Hybrid ნამდვილი გამარჯვებაა. უფრო სტილური და სახასიათოა. თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლის გამოყენებაც რთული არაა და უფრო სწრაფად ჩქარდება, ვიდრე მისი ბენზინზე მომუშავე მოდელები. რაც მთავარია, ერთმანეთს უხამებს ეკონომიურობასა და ყოველდღიურობისთვის მოსახერხებლობას და საუკეთესო RAV4-ია, რისი ყიდვაც შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები