Top 8: დამატებითი მაშუქებით ყველაფერი უკეთესია
Aa
Aa

Top 8: დამატებითი მაშუქებით ყველაფერი უკეთესია

სწრაფი სარბოლო ავტომობილი უკვე გყავთ და არ იცით რით გააუმჯობესოთ? მაშინ მას მაშუქები დაუმატეთ! დიახ... ბევრი მაშუქი!

ზოგი ამას სილამაზის, ან უბრალოდ ინტერესის გამო აკეთებს. ზოგისთვის კი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორც ეს რალის ავტომობილების შემთხვევაში იყო. რალის ავტომობილები და მათი მაშუქები შთაგონების წყარო ბევრი ადამიანისთვის გამხდარა. 

თქვენ აქ ნახავთ Top 8 ავტომობილს, რომლებსაც დამატებითი მაშუქები აქვს:

Audi Quattro S1

მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს Audi-მ Group B მოიგო, მისი დომინანტობა იმდენად აშკარა აღარ იყო. უფრო პატარა, მსუბუქმა Peugeot 205 T16 შემდეგ წელს მას ლიდერობა წაართვა. მიუხედავად ამისა, Quattro რალის ნამდვილი ლეგენდაა და 6 დამატებითი მაშუქით დიდებულად გამოიყურება.  

Lancia Delta S4

Group B-ის კიდევ ერთი ლეგენდა 1.8-ლიტრიანი შუაძრავიანი Lancia-ს Delta S4 იყო. მას კომპრესორიც ჰქონდა და ტურბოდაბერვაც. ამის გამო წარმოუდგენელი ძალა ჰქონდა. 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ტურბოს დაყოვნებაც, ე.წ. „ტურბო ლაგი“ ძალიან მცირე იყო. ავტომობილის წონა 890 კილოგრამს იწონიდა.  ცხვირს კი დამატებითი მაშუქები ამძიმებდა და ამშვენებდა.

Mazda RX-7 Group B

იმ დროისთვის, როცა Mazda-ს როტორულძრავიანი Group B შეჯიბრისთვის მზად იყო, Group B გაუქმდა. მიზეზი უსაფრთოების ნორმების დაბალი სტანდარტები იყო. ჰენრი ტოივონენის და მისი მეწყვილის სერხიო კრესტოს გარდაცვალების შემდეგ, რბოლები გაუქმდა და მრავალ ავტომწარმოებელს გამზადებული ავტომობილი ხელში შერჩა. მათ შორის, Mazda-საც. სამწუხაროდ, ამ ავტომობილის მაშუქების ნათება რალის მონაკვეთებზე ვერ ვიხილეთ.  

Ford Escort RS Cosworth WRC

Escort-ი და რალი ერთმანეთისგან განუყოფელია. თავიდან RS Cosworth-ი მისი უკანა ფრთის გამო იყო ცნობილი. ახალმა მაშუქებმა კი ვეშაპის კუდის მსგავსი ფრთიდან ყველას ყურადღება გადაატანინა. ეს ავტომობილი და ტარანტულას თვალების მსგავსი მაშუქები კარგი კომბინაციაა.

Lancia Stratos

Stratos-ი უცნაური გარეგნობით გამოირჩეოდა. ის უსწორმასწორო ზედაპირზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო. ყველაზე კარგად ის მაშინ გამოიყურებოდა, როცა XXL მაშუქები დაუმატეს. ესეთი მიდგომა დღევანდელ სუპერქარებსაც არ აწყენდა.

Lamborghini Huracán Sterrato

Lamborghini-მ Huracan-ის Dirt ვერსია შექმნა. კლირენსი 47 მილიმეტრით აამაღლა და თვლების ბაზა 30 მილიმეტრით „გაწელა“. ეს ავტომობილი არ იყიდება. არც იმისთვისაა, რომ Urus-ი უფრო სასაცილოდ გამოაჩინოს. ის უბრალოდ არსებობს იმიტომ, რომ Lamborghini-ს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. რა თქმა უნდა, მას LED მაშუქები აქვს. 

McLaren F1 GTR

McLaren F1 GTR-მა 1995 წლის ლე მანის 24 საათი მოიგო. მან ავტომოყვარულებს თავი, გარდა თავისი სისწრაფისა და გამძლეობის, კაპოტზე უცნაური, პატარა მაშუქებით დაამახსოვრა.

რბოლისას ავტომობილის მაშუქები იმდენად ძლიერი არ აღმოჩნდა, რამდენადაც ელოდნენ. მანქანას, ნომრით 59, მაშუქები დაუმატეს. სანამ ავტომობილი გამარჯვებას მოიპოვებდა, გორდონ მიურეი წონის დამატების გამო უკმაყოფილო იყო.

რალის ყველა თანამედროვე ავტომობილი

WRC-ის თანამედროვე ავტომობილებს კარგი აეროდინამიკური ელემენტები აქვს და უფრო აგრესიულად გამოიყურება. ბევრს კამათობენ იმაზე, ჰალოგენური მაშუქები უნდა გამოიყენონ თუ LED მაშუქები, მაგრამ იმაზე არავინ კამათობს, რომ ამ მაშუქებით ავტომობილები საუკეთესოდ გამოიყურება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიბნელეში გზას მიიკვლევს.

მსგავსი სიახლეები